პარკოსნები მცენარეული ცილების ყველაზე მსხვილ წყაროდ ითვლება. სწორედ ამიტომ, ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტების სიაში შედის. ამ ოჯახის ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი წარმომადგენელია ლობიო. მისი 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და ბევრმა არ იცის, თუ რომელია მათგანია საუკეთესო. Vivien გიზიარებთ ხრიკს, როგორ მოხარშოთ ლობიო სწრაფად.გემრიელი პარკოსანი კერძის მირთმევის სურვილი შეიძლება ხანგრძლივი ჩალბობის აუცილებლობამ გაგიქროთ. ვფიქრობთ, რომ მაღაზიაში დაკონსერვებული ლობიოს ყიდვა უფრო მარტივია. ადრე მეც ასე ვაკეთებდი, სანამ ეს „უმსგავსობა“ დედამთილმა არ ნახა. ცოტა დამტუქსა, შემდეგ კი ხრიკი მასწავლა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.
როგორ ავარჩიოთ ლობიო სწორად და მოვხარშოთ სწრაფად
ლობიოს სწორად არჩევა – ლობიო სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება და თითოეულ მათგანს კონკრეტული ლობიოს სახეობა სჭირდება. ცდის და შეცდომების მეთოდით გავარკვიე, რომ რაც უფრო მუქია ლობიო, მით უფრო მაგარია. აი, ვიტამინები პატარა ლობიოში უფრო მეტია და სწრაფად იხარშება.საეჭვო ხარისხის პროდუქტი არა მხოლოდ კერძს გააფუჭებს, არამედ კუჭის აშლილობის ან სერიოზული პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ პარკოსანს მაღაზიაში ან ბაზარში ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ თავისებურებებს:
- კარგი ხარისხის ლობიო ფხვიერია;
- პარკოსანს ნადები და მუქი ლაქები არ აქვს;
- შეფუთვაზე ან ტომარაში ნაგავი, მწერები ან სხვა მინარევები არ უნდა იყოს;
- ზედაპირი გლუვია;
- პარკოსანის ზომა ვიზუალურად ერთნაირია;
- ლობიოს შეფუთვა ჰერმენტული უნდა იყოს;
- მაღალი ხარისხის პარკი ლობიო მკვრივი და ელასტიურია, ხოლო გარსი არ ანათებს;
ლობიოს სწრაფად მოხარშვის მეთოდი – პარკოსანი კარგად გარეცხეთ, წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. წყლის ადუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 40 წუთით დააყენეთ. ამ მარტივი ხრიკით დროს დაზოგავთ, რადგან ჩალბობის მთელ ღამეს ანაცვლებს.
ვადის გასვლის შემდეგ წყალი გადაასხით და სუფთა წყალი დაასხით. ლობიო კიდევ ერთი საათით ხარშეთ. მზა ლობიოს ზედაპირი სკდომას იწყებს.როგორც კი, პატარა ბზარებს შენიშნავთ, ლობიოს მარილი მოაყარეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. თუ მარილს ხარშვისას დაუმატებთ, მაშინ მომზადების დრო გაიზრდება. ჩვენი ცილოვანი პროდუქტი მზადაა!
აი, ასე მარტივად 2 საათზე ნაკლებ დროში ლობიო მოიხარშა. პარკოსნის შენახვის ვადას ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო დიდხანს შეინახავთ, მით უფრო მშრალი გახდება, რაც გემოზეც აისახება. იცოდით თუ არა ამ მეთოდის შესახებ?