ექიმის რჩევები, როგორ ვისწავლოთ სწრაფად დაძინება

958

ექსპერტი გირჩევთ, რომ უძილობასთან საბრძოლველად „ქცევითი სტიმულის კონტროლი“ შეიმუშავოთ, რომლის წყალობით ორგანიზმი საძინებელ ოთახს კარგი ძილის ადგილად აღიქვამს.ჯანსაღი ძილის და კვების სფეროში ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტი გრეგ პოტერი გიამბობთ, როგორ გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი და ისწავლოთ სწრაფად დაძინება. ის აღნიშნავს, რომ ცუდი ძილის პრობლემა რეგულარული გრაფიკის არ არსებობას უკავშირდება, რომელიც ძილის და გაღვიძების დროს აფიქსირებს. ბევრისთვის ეს პრობლემა არაა, რადგან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ნორმალურად იძინებენ. თუ ადამიანი რაიმე მიზეზით უძილობისკენ მიდრეკილია, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კარგი ძილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესრიგის შემუშავება და მისი დაცვაა“.

გრეგ პოტერი აცხადებს, რომ შეგიძლიათ სხეულს გარკვეულ სტიმულზე გარკვეული ქცევით პასუხი ასწავლოთ. თუ ადამიანი საჭესთან არის და შუქნიშანს უახლოვდება, ამუხრუჭებს და ეს მოქმედება რეფლექსის დონემდეა დასული. იგივეა ძილის შემთხვევაში, ორგანიზმი დაძინებით უნდა რეაგირებდეს, როცა ადამიანი საღამოს საწოლში წვება.

„თუ ცუდი ძილი და დიდხანს დაძინება გაწუხებთ, შესაძლოა, თქვენი სხეული საწოლს მხნეობას უკავშირებს“.

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი. ექსპერტის თქმით, სწრაფად დასაძინებლად, შფოთვის ან პირობითი აღგზნების შემცირება უნდა შეძლოთ, რომელიც დაძინებისას შეიძლება იგრძნოთ. თავიდან უნდა ისწავლოთ, რომ საწოლი ძილთან ასოცირდებოდეს.

რა უნდა გააკეთოთ ამისთვის: ექიმის რჩევები

  • საწოლი მხოლოდ დასაძინებლად გამოიყენეთ – სმარტფონი და ნოუთბუქი საწოლზე არ დადოთ, ურთიერთობები არ გაარკვიოთ.
  • საწოლში მთვლემარე მდგომარეობაში არ გაჩერდეთ: არ გძინავთ – ადექით.
  • ღამით, თუ საწოლში 15 წუთით დაწოლის შემდეგ ვერ დაიძინეთ, ადექით და ჩაბნელებულ ოთახში რაიმე მოსადუნებელი საქმე გააკეთეთ. მაგალითად, წიგნი წაიკითხეთ.
  • აუცილებლობის შემთხვევაში, ღამით 3-4-ჯერ ადექით. მთავარია, სიმშვიდე არ დაკარგოთ: ერთი უძილო ღამე საშიში არაა.
  • ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაიღვიძეთ და ადექით.
  • საძინებელი ოთახი დასაძინებლად კომფორტულად მოაწყვეთ: მასში უწესრიგობა, კაშკაშა განათება, ტელევიზორი და სხვა ელექტრომოწყობილობა არ უნდა იყოს. ტემპერატურა 24 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.

თუ ეს რჩევები ვერ დაგეხმარათ, თერაპევტს აუცილებლად მიმართეთ.„უძილობისას გირჩევთ ძილის დღიური იქონიოთ. ასე ცხოვრების წესის ჩვევების ან ყოველდღიური ქცევის გამოვლენას შეძლებთ, რომლებიც ძილის ხარისხს  აუარესებენ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს
  • საკვანძო სიტყვები
  • ძილი