7 ყოველდღიური აქტივობა მაღალი ქოლესტერინის შესამცირებლად

902

გარკვეული კვების გარდა სისხლში მაღალი ქოლესტერინის შემცირებას ხელს უწყობს სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობა. Vivien გიამბობთ, რა სახის აქტივობა უნდა განახორციელოთ ყოველდღე ქოლესტერინის დონის შესამცირებლადქოლესტერინის შემცირებაში რაციონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. Express Health–ის თანახმად, ამის მისაღწევად ყველაზე თვალსაჩინო მეთოდია ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვების ნაკლები რაოდენობით მირთმევა. ასეთი საკვებია ძეხვი და ცხიმიანი ხორცი, ტორტი და ორცხობილა, კარაქი, ნაღები, ასევე ქოქოსის და პალმის ზეთის შემცველი პროდუქტები.კიდევ ერთი პირობა: ალკოჰოლის მიღების შემცირება და თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა.ფიზიკური აქტივობა სპორტის და რუტინული ყოველდღიური საქმის შესრულებით სისხლში ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს, მის შემცირებას და დარეგულირებას ხელს უწყობს. კერძოდ, ზედმეტი კილოგრამების შემთხვევაში წონის დაკლებას ხელს უწყობს. ექიმები გაფრთხილებენ, რომ „რამდენიმე დამატებითი კილოგრამიც ქოლესტერინის მაღალ დონეს ხელს უწყობს, რადგან სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას ზრდის“.გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ფერმენტების წარმოებას, რომელიც LDL ქოლესტერინს სისხლიდან ღვიძლში გადასვლაში ეხმარება, სადაც იშლება და ორგანიზმიდან გამოდის.

რამდენი უნდა იმოძრავოთ? მხოლოდ ერთი ვარჯიშის შესრულებით ქოლესტერინის დონის შემცირებას არ ელოდოთ. WebMD–ის მონაცემებით, დღეში მინიმუმ 30 წუთი ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას უნდა დაუთმოთ. NHS კვირაში მინიმუმ 150 წუთის რეკომენდაციას იძლევა.

რა უნდა გააკეთოთ? დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების კვლევა ადასტურებს, რომ ქოლესტერინის შესამცირებლად ინტენსიური ვარჯიში უფრო ეფექტურია – გარკვეული ცილების სტიმულაციის ხარჯზე მაღალი სიმკვრივის HDL ქოლესტერინის დონეს ზრდის, რომელიც სისხლს „ცუდი“ ქოლესტერინისგან წმენდს.აქტიური სპორტი ყველასთვის რეკომენდებული არაა. მაიოს კლინიკის სპეციალისტები ამ შემთხვევაში გირჩევენ, რომ სხვადასხვა სახის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა განახორციელოთ.

  • ფეხით სიარული, განსაკუთრებით აღმართზე ან კიბეზე ასვლა;
  • ცურვა;
  • ველოსიპედის ტარება;
  • დაბალ სიჩქარეზე ტრენაჟორის გამოყენება;
  • საკვების მომზადება;
  • სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა, მებაღეობა;
  • სახლის დალაგება;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს