მუცლის შებერილობა ჩვეულებრივ აღწერს, თუ რა ხდება, როცა კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ბევრი გაზი გროვდება. გაზების გამოდევნის გარეშე მუცელი იბერება და სივდება. ეს მტკივნეულ სპაზმებს იწვევს, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდება და ადამიანის ცხოვრების ხარისხს ამცირებს. შეუძლია თუ არა ჩაის სოკოს მუცლის შებერილობის დროს მტკივნეული შეგრძნების და დისკომფორტის შემსუბუქება და კუჭ–ნაწლავის პრობლემების შემცირება, როგორიცაა ყაბზობა და გაზები? ამის შესახებ Vivien გიამბობთ.
კომბუჩა უძველესი სასმელია, რომელიც ჩინეთში 2000–ზე მეტი წლის წინ გაჩნდა და ბოლო დროს დასავლეთში მისი პოპულარობა გაიზარდა. სპეციალური ჩაი ჯანსაღი კვების სპეციალიზირებული მაღაზიებიდან ახლა მასობრივი გახდა, რადგან ბევრი დიასახლისი საკუთარ სასმელს ჯანმრთელობისთვის სარგებლის მისაღებად თავად ამზადებს.
სასმელის სარგებელი მოიცავს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის აშლილობის და ისეთი სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა გაზები და მუცლის შებერილობა.
ადამიანის ნაწლავების „მიკრობიომი“ 300-დან 500–მდე სხვადასხვა სახის ბაქტერიას შეიცავს. ზოგიერთი მათგანი „კარგ“ ბაქტერიას წარმოადგენს, რადგან ჯანსაღი საჭმლის მონელებას და მინერალების ათვისებას ხელს უწყობს, ხოლო სხვები „ცუდია“, რადგან იწვევს სტრესს და სხვადასხვა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს. კარგი და ცუდი მიკრობების დისბალანსი იწვევს ნაწლავების ჯანმრთელობის გაუარესებას, უსიამოვნო და მტკივნეულ სიმპტომებს, როგორიცაა გაზები და მუცლის შებერილობა.
Lepicol–ის დიეტოლოგის, ჰანა ბრეის თქმით, მუცლის შებერილობა, როგორც წესი, იმის ნიშანია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა ოპტიმალურად არ მუშაობს.
„მუცლის შებერილობა შეიძლება ნაწლავებში ბაქტერიების დისბალანსის ნიშანი იყოს, რომელიც ცნობილია, როგორც დისბაქტერიოზი. სასარგებლო ბაქტერიები, როგორიცაა ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები უჯრედისით მდიდარი პროდუქტების ფერმენტაციისას ძალიან ეფექტურია და ძალიან ცოტა (თუ საერთოდ არის) გაზს წარმოქმნის!“