ჰიპერტონია ან მაღალი არტერიული წნევა დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლი არტერიებში გაზრდილი სიჩქარით გადის. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინებს შორის სისხლდენა, ტვინის დაზიანება და ჰემორაგიული ინსულტი, თავის მხრივ ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ხელის ან ფეხის დამბლა, მხედველობის პრობლემები, კრუნჩხვა, ასევე მეტყველების ან ენის გაგების პრობლემები.
თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, სიმძიმეების აწევას უნდა მოერიდოთ, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ტვინის ანევრიზმა 35-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში ხშირად გვხდება, მაგრამ უმეტესად 40 წლის შემდეგ ვითარდება.თავის ტვინის ანევრიზმა უფრო ხშირად ქალებში გვხდება, ვიდრე მამაკაცებში, თანაფარდობა 3:2. არტერიის კედელში პათოლოგიით დაბადებულ ადამიანებს და გენეტიკური დაავადებების მქონე ადამიანებს ცერებრალური ანევრიზმის განვითარებისკენ მეტი მიდრეკილება აქვთ.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სიმძიმეების აწევა არტერიულ წნევას სახიფათო ნიშნულამდე ზრდის. კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე ნივთების აწევა არტერიულ წნევას 370/360 დონემდე ზრდის, როცა მშვიდ დონეზე 130/80 იყო. ჩვეულებრივ, ტონომეტრს 300-ზე ზემოთ დონის გაზომვა არ შეუძლია.
„ასეთ ნიშნულზე ინსულტის განვითარება არავის გაუკვირდება“ – ამბობს ფრანც მესერლი, ჰიპერტონიის სპეციალისტი ოქსნერას კლინიკის ფონდში.
ექიმები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ სიმძიმეების აწევით გამოწვეულმა არტერიული წნევის მკვეთრი რყევებმა შეიძლება ისედაც დასუსტებული სისხლძარღვების დარღვევა გამოიწვიოს.ახლა იზრდება ეჭვი, რომ ასეთი ლიფტინგი ჯანმრთელ სისხლძარღვებსაც აზიანებს.
იელის უნივერსიტეტის ექიმმა ჯონ ელეფტერიადესმა ლაბორატიული ექსპერიმენტით აჩვენა, რომ ძლიერი ზეწოლა გაშრევებას იწვევს, რაც ხშირად ღია გულზე გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვს.