ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ბეგქონდარა სანელებელია, რომელიც კულინარიაში ხშირად გამოიყენება. ზოგჯერ ჩაის მოსადუღებლად ღირებული ინგრედიენტია, განსაკუთრებით შემოდგომა–ზამთრის პერიოდში. ამით ბეგქონდარას თვისებები არ მთავრდება. მას კუჭის, ფილტვების და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ აქტიურად იყენებენ.პირველ რიგში, ბეგქონდარა ხველის საწინააღმდეგო ბალახია. ხალხურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში იყენებენ. მცენარე ბევრი სამკურნალო მედიკამენტის შემადგენლობაში შედის. Vivien გიამბობთ, თუ რისთვის უნდა მოამზადოთ ნახარში და როგორ მოადუღოთ ბეგქონდარას ჩაი სწორად.
ვის უხდება ბეგქონდარა – სანამ მცენარის სასარგებლო თვისებებზე გადავალთ, მის უკუჩვენებებს გაეცანით. ბეგქონდარას გამოყენება რეკომენდებული არაა:
- ორსული ქალებისა და მეძუძურე დედებისთვის
- ალერგიული ადამიანებისთვის
- 4 წლამდე ბავშვებისთვის
- ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის
- ჰიპერკალციემიით და ჰიპერვიტამინოზით დაავადებულებისთვის
თუ ამ კატეგორიის ადამიანებს არ მიეკუთვნებით, ბეგქონდარას ზომიერი მიღება მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. სამკურნალო მცენარეს სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის ხშირად იყენებენ. ბალახი ყელის ტკივილს და წვას აქრობს, მტანჯველი ხველის შეტევას აქრობს და სუნთქვას ამარტივებს. თუ ბრონქებსა და ტრაქეაში ლორწოს გადასვლის პრობლემები გაქვთ, ბეგქონდარა ამ პრობლემას ეფექტურად გაუმკლავდება. სურდოს, ანგინის ან გრიპის დროს სჯობს ბეგქონდარა მოხარშოთ და როგორც ჩაი დალიოთ.
- ბეგქონდარა ხველის წინააღმდეგ: მარტივი რეცეპტები – ანტისეპტიკური და მუკოლიტური თვისებების წყალობით ბეგქონდარას ჩაი ნახველის შესარბილებლად და გამოსადევნად ყველა პირობას ქმნის, ხველის მიზეზებს აქრობს.
- პირველი სიმპტომებისას – 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბეგქონდარას 1 ჭიქა ცხელი წყალი თიხის ჭურჭელში ჩაასხით. 45 წუთით გააჩერეთ და 3 ნაწილად დალიეთ, მნიშვნელოვანია დროის ერთნაირად ინტერვალები დაიცვათ.
- ხველის და სურდოს დროს – თუ გაჭინაურებული ხველა და სისველე გაწუხებთ, ხალხური მედიცინა ძლიერი ნახარშის დალევას გირჩევთ. უფრო რთული რეცეპტია.პირველი რეცეპტით ნახარში მოამზადეთ. ახლა 1:1 თანაფარდობით ალოეს წვენი და კოვზი თაფლი დაუმატეთ. აურიეთ და 2–2 სუფრის კოვზი ყოველ 2,5 საათში მიიღეთ. ასეთი მკურნალობა 4-6 დღე სრულ გამოჯანმრთელებამდე ჩაიტარეთ.
- ინჰალაცია ბეგქონდარით – ახალ მოხარშული მცენარის 8 წუთით ჩასუნთქვა საკმარისია, რომ მცენარის ორთქლმა სასუნთქ სისტემაზე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აჩვენოს. ინჰალაცია არა უბრალოდ წყლის ნახარშით, არამედ მცენარის ეთერზეთით შეგიძლიათ გაიკეთოთ. ცხელ წყალს 5 წვეთი არომაზეთი დაუმატეთ და ორთქლი ისუნთქეთ.
ბეგქონდარა სასაგებლო მიკროელემენტების და ვიტამინების ნამდვილი საწყობია. სწორედ ამიტომ, მისგან მომზადებული ჩაი და ნახარშები არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კვებით ღირებულებას ფლობს.