გჭირდებათ თუ არა ტრიქოლოგთან ვიზიტი: მარტივი ტესტი თმისთვის სახლის პირობებში

638

მოვლილი და ჯანმრთელი თმა მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მაჩვენებელია. თან ძალიან ლამაზია. ზოგს დაბადებიდან ჯანსაღი, ბზინვარე და მძიმე თმა აქვს. ზოგის თმა საღებავის, დასასწორებელი ან ცხელი ფენის ზემოქმედებით დაზიანებულია. ამასთან, არსებობს პოპულარული მითები, რომლებიც თმის მოვლაზე ნეგატიურად მოქმედებენ. Vivien გასწავლით, როგორ შეამოწმოთ თმის მდგომარეობა სახლის პირობებში. რა თქმა უნდა, ზუსტი დიაგნოზის გაგებას მხოლოდ ტრიქოლოგთან შეძლებთ, მაგრამ მარტივი ტესტით გაარკვევთ, გჭირდებათ თუ არა ტრიქოლოგთან ვიზიტი. ასევე გიზიარებთ თმის მოვლის ოქროს წესებს და მთავარ მითებს, რომელთა გაქარწყლებას ვეცდებით.

  • მითი 1: თმის ცვენა ცუდი ნიშანია – თმის ცვენა ნორმალურია. თმის ბოლქვები სასიცოცხლო ციკლს გადიან. თმა ადრე თუ გვიან დაგცვივათ, მის ადგილას კი ახალი გაჩნდება. პროცესი ხშირად ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ დღეში 25-100 ღერის დაკარვა ნორმალურია. ყურადღება მიაქციეთ, რომ პერიოდი დიდხანს არ გაიწელოს.
  • მითი 2: თმა ყოველდღე არ უნდა დაიბანოთ – თმის ყოველდღე დაბანა შეიძლება, თან ახალ დაბანილი თმა უფრო მოვლილად გამოიყურება. დღეს ყოველდღიური შამპუნების ფართო ასორტიმენტი არსებობს, ამიტომ სასურველი პროდუქტის პოვნა არ გაგიჭირდებათ.
  • მითი 3: თმის ხშირად დავარცხნა კარგია – ეს მითია, რადგან ხშირი დავარცხნა თმას აზიანებს. ნებისმიერი სავარცხელი, თუნდაც რბილი ჯაგრისებით თმას ტრავმას აყენებს. ხშირი დავარცხნით თმა უფრო სწრაფად ცხიმიანდება.
  • მითი 4: კონდიციონერი მხოლოდ სველ თმაზე უნდა წაისვათ – სპეციალისტები გირჩევენ, რომ შამპუნით დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალოთ და შემდეგ კონდიციონერი წაისვათ. კონდიციონერის გამოყენება აუცილებელია, რომ თმა არ გამოშრეს და დატყდეს.
  • მითი 5: ცივი წყლით დაბანა თმას ბზინვარეს ხდის – დაბანის დროს წყალი კომფორტულ ტემპერატურაზე უნდა დააყენოთ. ცივი წყალი თმის ბოლქვებში სტრესს იწვევს და ამასთან გაგრილების რისკიც იზრდება. მსგავსი პრაქტიკები თავთან მიმართებაში სახიფათოა.

თმის მდგომარეობის შემოწმება სახლის პირობებში – 1 ჭიქა სუფთა წყალში საფეთქლიდან, კეფიდან და თხემიდან აღებული თმები ჩადეთ. თმა ჭიქის კედელს არ უნდა ეხებოდეს. დააკვირდით! რამდენიმე წუთში თმა ან წყალზე ცურვას გააგრძელებს ან შუაში გაჩერდება ან ჩაიძირება.თუ თმა წყალზე ცურავს, ჯანმრთელი ხვეულები გაქვს. თმის ღერს სწორი ზედაპირი აქვს, ამიტომ წყალს არ ატარებს. თუ თმა წყალში, შუაში გაჩერდა, მსუბუქად დაზიანებული და ფორებიანი თმა გაქვთ, რომელიც წყლით გაიჟღინთა და ოდნავ ჩაიძირა. ეს  სახიფათო ნიშანია, მაგრამ ზოგჯერ ბევრ ადამიანს დაბადებიდან ფორებიანი თმა აქვს. და ბოლოს, თუ თმა ბოლომდე ჩაიძირა, გამოდის ძლიერ დაზიანებულია. თმას აღმდგენი პროცედურები სჭირდება და სჯობს ტრიქოლოგს მიმართოთ.

თმის დაზიანებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. მაგალითად, დიეტა, მაღალ ტემპერატურაზე გაშრობა, სველი თმით დაძინება. იზრუნეთ თმის ჯანმრთელობაზე, რომ ლამაზი და ბზინვარე თმით თავის მოწონება შეძლოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს