ვაშლის ძმარი სახლში გააკეთეთ და რაციონში ფრთხილად ჩართეთ

1064

ნატურალური ვაშლის ძმარი კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება. Vivien გიამბობთ, რა სასარგებლო თვისებებს ფლობს ვაშლის ძმარი და რატომ უნდა ჩართოთ რაციონში.

ვაშლის ძმარი – ვაშლის ძმარი ხელმისაწვდომი პროდუქტია და მის შეძენას ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ნატურალური ვაშლის ძმარი განსხვავდება იმ პროდუქტებისგან, რომელთაც სუპერმარკეტები გვთავაზობენ.ორგანული გადაუმუშავებელი ვაშლის ძმარი აცეტობაქტერიის და ახალ დაწურული ვაშლის წვენით მიიღება.

ვაშლის ძმრის სარგებელი – სამკურნალო პროდუქტი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. იმუნიტეტს აძლიერებს, რადგან ვიტამინების ნამდვილი ბომბაა. B, C, A და E ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს და ფოსფორს შეიცავს. ვაშლის ძმარი ორგანული მჟავის წყაროა.ვაშლის ძმარი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლძარღვებს აძლიერებს და სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. მასში შემავალი კალიუმი გულის, კუნთების და ნერვული იმპულსების გადაცემის მუშაობას არეგულირებს. პათოგენების გამრავლებას ხელს უშლის.ვაშლის ძმარი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტისეპტიკია. ვირუსებს, ბაქტერიებს ებრძვის. იმუნურ სისტემას აძლიერებს და სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის და პნევმოკოკის წინააღმდეგ დაცვის უნარს ზრდის.ვაშლის ძმარი ვარიკოზის გამოვლენას აფერხებს, მას ართრიტის, ჰიპერტონის, შაკიკის და გულძმარვის დროს იყენებენ. კვებით მოწამვლას ანეიტრალებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს, ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს.მას დღეგრძელობის სასმელსაც უწოდებენ, რადგან დიდი რაოდენობით ენზიმებს შეიცავს. ბერები ვაშლის ძმარს ხშირად სვამენ და მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს, დაღლილობას და უძილობას აქრობს. ნერვული აშლილობის დროს ადამიანებს ძმრის დალევას ურჩევენ.

  • ვაშლის ძმარს კანის მოსავლელადაც იყენებენ. ცხიმიანი ტიპის კანს განსაკუთრებით უხდება. ვაშლის ძმრით ნიღაბი გაიკეთეთ, რომ კანზე ზედმეტი ცხიმი მოიშოროთ. 1 ს/კ თაფლის, 0,5 ჩ/კ მარილის და 1 ჩ/კ ძმრის ნარევი სახეზე შეიზილეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • ვაშლის ძმარს ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად სვამენ. 4 კვირიანი კურსი (უზმოზე ძმარი–თაფლის ნარევი) საკმარისია. 2 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ და აურიეთ. დალევის შემდეგ პირში სუფთა წყალი გამოივლეთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ვაშლის ძმარი დეოდორანტის თვისებებსაც ფლობს. ნატურალური ვაშლის ძმარი თმას აძლიერებს და ბზინვარებას ატებს. თუ მწერის ნაკბენზე ძლიერი ქავილი გაწუხებთ, ვაშლის ძმრით გაიწმინდეთ. შეშუპება და უსიამოვნო შეგრძნება გაქრება.გაფრთხილებთ, თვითმკურნალობა შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს. მკურნალ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია, სანამ ვაშლის ძმრით კურსის გავლას გადაწყვეთ. კიდევ უკეთესია, თუ დიეტოლოგს გაესაუბრებით. ზოგჯერ, ორგანიზმი მჟავაზე ცუდად რეაგირებს. სასურველია, ამ დროს 2 ჩ/კ ძმრის ნაცვლად 0,25 ჩ/კ ძმარი გამოიყენოთ.

ვაშლის ძმრის უკუჩვენებები – ვაშლის ძმარს რიგი უკუჩვენებები აქვს, ამიტომ მისი მიღება ყველასთვის არ შეიძლება. პროდუქტის მიღებამდე ექიმთან უკუჩვენებებზე კონსულტანცია გაიარეთ.თუ ლორწოვანი გარსის დაავადებები გაქვთ, კუჭის წყლული, გასტრიტი, პანკრეატიტი, ლორწოვანი გარსის დამწვრობა გაწუხებთ, ვაშლის ძმრის მიღება უკუჩვენებულია. მისი მიღება მაღალი მჟავიანობის დროსაც არ შეიძლება, რადგან შეიძლება კუჭის და ნაწლავების ტკივილი, გულძმარვა, დიარეა და ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს.ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რაციონში მხოლოდ ნატურალური ვაშლის ძმარი ჩართოთ, რომელსაც სახლში თავად მოამზადებთ ან სანდო ადგილებში შეიძენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს