გულ–სისხლძარღვთა დაავადება – როგორც გულის, ასევე სისხლძარღვების საერთო სახელი. ამ დროისთვის ეს დაავადებები მთელ მსოფლიოში გარდაცვალების ან შეზღუდული შესაძლებლობის მთავარი მიზეზია. Vivien გიამბობთ, თუ რა სიმპტომები ახასიათებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს და რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ.
გულ–სისხლძარღვთა დაავადების მთავარი სიმპტომები
- ტკივილი გულმკერდის არეში გულის დაავადების მთავარი ნიშანია, მაგრამ სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი სიმპტომები, ასევე ერთი შეხედვით უხილავი ნიშნები არსებობს.
- ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს მწვავე, დამწოლი ან შეტევითი ხასიათის. წვა ახასიათებს სტენოკარდიას, რომლის შეტევები დღის გვიან მონაკვეთშიც არ ქრება. ტკივილი, რომელიც დიდხანს არ ქრება და მარცხენა ხელში გადადის, შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაზე მიგითითებდეთ.
- ხველაც გულ–სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომს მიეკუთვნება. ასეთი სიმპტომი შეიძლება ფილტვის დაავადებაში მარტივად აგერიოთ. სურდოს დროს ხველა რამდენიმე დღეში ქრება, ხოლო გულ–სისხლძარღვთა დაავადების დროს მუდმივად გვხდება.
- გულისცემის გახშირება შეიძლება სტრესს ან ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდებოდეს. ზოგიერთი დაავადების დროს პულსი, პირიქით, მცირდება.
- გულისრევაც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ხშირი სიმპტომია.
- შეშუპება შეიძლება თირკმლის დაავადების ფონზე გამოჩნდეს ან იმის გამო, რომ გული სხვა ორგანოებს სისხლს ცუდად აწვდის.
- ძლიერი თავის ტკივილი და ხშირი თავბრუსხვევა შეიძლება ინსულტის მოახლოების ნიშანი იყოს.
- დაღლილობა, სისუსტე, მშფოთვარე ძილი, ფერმკრთალი კანი და ქოშინი ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მთავარი სიმპტომებია.
ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ – კაცებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები უფრო ემუქრებათ, თუმცა ხანდაზმულ ასაკში სქესობრივი განსხვავება უმნიშვნელოა. 45-65 წლის კატეგორიაში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი იზრდება, კერძოდ, ინსულტის შემთხვევები კაცებში 35%–ით მეტია, ვიდრე ქალებში. 65 წლის შემდეგ როგორც კაცებს, ასევე ქალებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ერთნაირი რისკი აქვთ.
აუცილებელი გამოკვლევები – გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის საყოველთაოდ მიღებული აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევები სისხლის სპეციალური ანალიზების აღებას მოიცავს.
ლაბორატიული გამოკვლევები
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
- გენეტიკური ტესტები
მიღებული შედეგებით არა მხოლოდ გულ–სისხლძარღვთა სისტემის ორგანოების, არამედ შიდა ორგანოების მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებთ.
ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკის მეთოდები – ამ მეთოდების გამოყენებით შეგიძლიათ როგორც გულის ანატომიური, ასევე ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა.
- არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი
- ექოკარდიოგრაფია
- ელექტროკარდიოგრაფია და სხვა
გულ–სისხლძარღვთა სისტემის შესაძლო დაავადების პირველივე ნიშნებზე სპეციალისტს დამატებითი გამოკვლევებისთვის აუცილებლად მიმართეთ.
გახსოვდეთ: გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით სიკვდილიანობის პროცენტი ძალიან მაღალია. თვითმკურნალობა არ შეიძლება. დაავადების მიზეზის აღმოფხვრა მხოლოდ სწორად დანიშნული მედიკამენტებით შეიძლება.