გულის ტკივილი პაციენტების ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლებიც კარდიოლოგს მიმართავენ. ტკივილის მიზეზი ყოველთვის გულის კუნთების მუშაობის დარღვევას არ უკავშირდება. მსგავსი სიმპტომები აქვს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა ნეკნთაშუა ნევრალგია და ბრონქოფილტვური დაავადება. ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. Vivien გასწავლით როგორ გაარჩიოთ რით არის გამოწვეული გულის ტკივილი: გულის დაავადებით თუ ნევრალგიით.
ნევრალგიის და გულის ტკივილის მიზეზები: რაშია განსხვავება
გულის არეში სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სტრესი
- ტრავმა, დარტყმა, დაცემა
- ფიზიკური დატვირთვა
- გაცივება
- ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა
- ანთებითი პროცესები
- წონის მკვეთრი შემცირება
- სახსრების კუნთების პათოლოგია
- ხშირი სურდო
ნევრალგიის დროს მტკივნეული სინდრომი ნეკნთაშუა კუნთის სპაზმის ან ხერხემლის სვეტში ნერვული დაბოლოებების გაჭედვის გამო ჩნდება. ამ დაავადებას ახასიათებს:
- ძლიერი ტკივილი, რომელიც სხეულის პოზის, კითხვის ან ხველის დროს ძლიერდება.
- მწვავე, ყრუ, პაროქსიზმალური ტკივილი.
- მტკივნეული წერტილების გაჩენა.
- ცხელება, სიცხე, მაღალი ტემპერატურა.
- ნერვების გაჭედვის ადგილას კანის მგრძნობელობის ცვლილება
- შეინიშნება პარესთეზია (შეგრძნების დამახინჯება) წვის, ჭიანჭველების ცოცვის, ჩხვლეტის სახით. ზოგჯერ ადამიანი დაზიანებულ ადგილას დაბუჟებას უჩივის.
- შეტევას თან ახლავს ოფლდენა, გაფერმკრთალება და კრუნჩხვები.
- ნევროლოგიური სინდრომი შეიძლება ზედიზედ რამდენიმე დღე სიმპტომების მინიმალური შესუსტებით გაგრძელდეს.
გულის დაავადებები მსგავსი ნიშნებით
აღსანიშნავია, რომ ბევრი კარდიალური და სისხლძარღვოვანი პათოლოგია არსებობს, რომელთაც მსგავსი სიმპტომები აქვთ. მათგან ყველაზე გავრცელებულია:
- სტენოკარდია. ტკივილი გულის არეში ჩნდება და შეიძლება დიფუზური ხასიათი ჰქონდეს. პაციენტი ტკივილის ზუსტი ადგილის დასახელებას ვერ შეძლებს. ის შეიძლება იყოს დამწოლი, მჩხვლეტავი, მჭრელი, ხელში, კისერში, ქვედა ყბაში და ბეჭებში გარდამავალი. შეტევას ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, მკვეთრი გაცივება იწვევს, ხოლო მისი ხანგრძლივობა 3-30 წუთია.
- მიოკარდიტი. ანთებითი პროცესი, რომელსაც ზომიერი ტკივილი ახასიათებს. ანამნეზში ხშირად ვლინდება ბოლოდროინდელი ინფექციური დაავადებები. შეტევას ახლავს სუნთქვის დარღვევა და მაღალი ტემპერატურა.
- პერიკარდიტი. ამ პათოლოგიის დროს ტკივილი თანდათან ძლიერდება, მაგრამ გამონადენის შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს. პაციენტმა შეიძლება შვება იგრძნოს, თუ მჯდომარე პოზას მიიღებს, წინ ოდნავ დაიხრება. მთავარი სიმპტომები: პლევრის ხახუნის ხმაური, გართულებული სუნთქვა, ზედა გულის კუნთში მკვეთრად გამოხატული ტკივილი.
- აორტის ანევრიზმა. მაღალი არტერიული წნევა, სტრესი ან ხშირი ფიზიკური ვარჯიში მსგავს მდგომარეობას იწვევს. ტკივილი გულმკერდის არეში ლოკალიზებულია, კისერში, ქვედა ყბაში, გულმკერდის მარჯვენა მხარეს, ზოგჯერ ხერხემლის გასწვრივ გადადის. მარცხენა და მარჯვენა ხელზე ასიმეტრიული პულსი აღინიშნება.
- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ტკივილი მკვეთრად გამოხატულია, გულმკერდის ცენტრში, მისგან მარჯვნივ ან მარცხნივ ლოკალიზებულია. ამავდროულად, პაციენტს აწუხებს ჰაერის უკმარისობა და წნევის მკვეთრი შემცირება.
როგორ განვასხვავოთ
გულის ტკივილი ნევრალგიისა და მსგავსი პათოლოგიისგან რომ განასხვავოთ, აუცილებლად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
- სად გტკივათ? კორონარულ ტკივილს მიოკარდიუმის ინფარქტის ან სტენოკარდიის დროს გულის სისხლძარღვების დაზიანება იწვევს. ის გულმკერდის ცენტრში ან მისგან ოდნავ მარცხნივ ვლინდება. ამასთან ტკივილი მხარში, ხელზე, კისერში, მუცლის ზედა ნაწილში არ გადადის. ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს ტკივილი ნერვის გასწვრივ იგრძნობა. ახასიათებს წერტილოვანი ტკივილი, გულმკერდში მარცხნივ ლოკალიზებულია, იშვიათად პათოლოგია ბეჭებს შორის ვლინდება.
- როგორ გტკივათ? თუ გულის ტკივილი მიოკარდიუმში სისხლის ნაკადის დარღვევით გამოწვეულია, ის ზომიერი ან ძლიერი, მწველი, დამწოლი, მომჭერი, იშვიათად ყრუა. ნევრალგიის დროს პაციენტს ყრუ, უეცარი ტკივილი აწუხებს.
- რას შეეძლო შეტევის გამოწვევა? გულის ტკივილს ხშირად იწვევს ზედმეტი ჭამა, სტრესი, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და მაღალი არტერიული წნევა. ამ შემთხვევაში ადამიანს ჟანგბადის უკმარისობა შეიძლება აწუხებდეს. გულის საწყისი პათოლოგიის დროს ტკივილი მშვიდ პოზაშიც წარმოიშვება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნევრალგიის დროს შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ხველამ, სხეულის არასწორმა პოზამ, ხოლო ღრმად ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის მცდელობისას ტკივილი მხოლოდ ძლიერდება.
- რამდენ ხანს გრძელდება შეტევა? სტენოკარდიის დროს ტკივილი 1-5 წუთი გრძელდება, ინფარქტის დროს 15 წუთამდე ნარჩუნდება. ხოლო ნეკნთაშუა ნევრალგიას ახასიათებს ხანმოკლე ტკივილები რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე.
- გაქვთ სხვა სიმპტომები? გულის ტკივილი ხშირად უკავშირდება შემდეგ მდგომარეობებს: ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გახშირებული გულისცემა, სიფერმკრთალე, ზოგჯერ გულისრევა და ღებინება.
აუცილებელი გამოკვლევები
პრაქტიკაში ნეკნთაშუა ნევრალგიის და ბრონქოფილტვური დაავადების გულის ტკივილის გარჩევა მხოლოდ სიმპტომებით რთულია. ექიმს უნდა მიმართოთ და სრული გამოკვლევა ჩაიტაროთ შემდეგი ინსტრუმენტული მეთოდებით:
- კორონაროგრაფია. კონტრასტის შეყვანით ტარდება. პროცედურა გულის სისხლძარღვების შევიწროების არსებობის დადგენას ხელს უწყობს.
- ექოკარდიოგრაფია. ექოსკოპიით ექიმი გულის კუნთების სტრუქტურის, სარქველების ზოგადი მდგომარეობის და ანთებითი პროცესების დანახვას შეძლებს.
- MRI. კვლევას მხოლოდ კარდიალური პათოლოგიის დროს ნიშნავენ. ექიმი მალთაშუა სივრცეების ზომას, ძვლოვანი ქსოვილების მდგომარეობას, დისკების ამოვარდნის და გულ–სისხლძარღვთა ნერვული დაბოლოების დაჭერის არსებობას ამოწმებს.
ლაბორატორიაში ბიოქიმიური მარკერები (ALT, AST) ფასდება. მათი გაზრდილი მნიშვნელობა ინფარქტის ან მიოკარდიუმის განვითარებაზე საუბრობს. ძლიერი მწვავე ტკივილის დროს სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ უნდა გამოიძახოთ. საკუთარი ძალებით დაავადებასთან გამკლავების მცდელობამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს.