საუკეთესო პროდუქტი, რომელიც შემოდგომა–ზამთრის პერიოდში C ვიტამინის დეფიციტის რისკს ამცირებს

774

დანამატები C ვიტამინით ფართოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ბუნებრივი მკვებავი ნივთიერება შეგიძლიათ რიგ პროდუქტებში იპოვოთ. ხშირად C ვიტამინის კარგ წყაროდ ციტრუსს, კერძოდ, ფორთოხალს მიიჩნევენ. Vivien გიზიარებთ კიდევ ერთ ხილს, რომელიც C ვიტამინით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი სხვა მკვებავი ნივთიერებით მდიდარია.

  • ბროწეული და მისი წვენი C ვიტამინით, K ვიტამინით და კალიუმით, ასევე რიგი სხვა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებით მდიდარია.
  • 1 ბროწეული დაახლოებით 28 მგ C ვიტამინს იძლევა, რაც რეკომენდებული დღიური ნორმის თითქმის 50%. PubMed Central–ის კვლევის თანახმად, ამ ხილს ორგანიზმისთვის რიგი უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მათ შორისაა სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის შემცირების შესაძლებლობა.
  • ბროწეული კენკრის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ასობით საკვებად ვარგისი თესლით სავსეა. სწორედ ამ თესლში შედის მნიშვნელოვანი ვიტამინები, ასევე უჯრედისი და ცილა.
  • 1 ფინჯანი ბროწეულის მარცვლეული დაახლოებით 7 გრ უჯრედისს და 3 გრ ცილას შეიცავს. 1 ფინჯანი თესლი საკმარის C ვიტამინს შეიცავს, რომ თქვენი დღიური ნორმის 30% დააკმაყოფილოს, ასევე საკმარის K ვიტამინს, რომ დღიური ნორმის 36% მოგაწოდოთ, საკმარის ფოლიუმის მჟავას, რომ დღიური ნორმის 16% დააკმაყოფილოს და საკმარის კალიუმს, რომ დღიური ნორმის 12% მოგაწოდოთ.
  • მკვებავი ნივთიერებების მისაღებად უმი ბროწეულის თესლის მირთმევა ერთადერთი მეთოდი არაა. ბროწეული ბუნებრივად ტკბილია, ამიტომ შეგიძლიათ გემრიელი წვენი მოამზადოთ.
  • ბროწეულის წვენი ვიტამინების მიღების შესაძლებლობას ზრდის და ანტიოქსიდანტის როლს ასრულებს. ეს ბროწეულში შემავალი პუნიკალაგინების მაღალ დონეს უკავშირდება.

პუნიკალაგინები ძლიერი ანტიოქსიდანტია. PubMed Central–ის თანახმად, ბროწეული უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ თვისებას ფლობს, ვიდრე წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს