ორგანიზმში ანთებითი პროცესების დონე შეგიძლიათ სწორად შერჩეული კვების პროდუქტებით შეზღუდოთ. ქრონიკული ანთება ბევრი უსიამოვნების რისკს ზრდის, მათ შორისაა სიმსივნე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ართრიტი და დეპრესია. Vivien გიამბობთ, როგორ შეამციროთ ანთების განვითარების რისკი ორგანიზმში.
თუ რაციონში რაფინირებული ნახშირწყლების და გადამუშავებული ხორცის წილს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, ორგანიზმში ანთების განვითარების რისკი შემცირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვეზელი ან ძეხვი აღარ უნდა მიირთვათ. მთავარია, მათი წილი შეამციროთ, რომ ამით სარგებელი მიიღოთ. მაგალითად, სუპერმარკეტში მხოლოდ თეთრი პური, ლორი, გაზიანი სასმელი, ორცხობილა, სპაგეტი და მსგავსი რამ არ შეიძინოთ. რა თქმა უნდა, ასეთი პროდუქტები სწრაფად მზადდება და სწრაფად შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ ორგანიზმისთვის სარგებელი არ მოაქვს.
მთელი ეს საკვები ორგანიზმში ანთების დონეს ზრდის. ისინი ნაჯერ და ტრანსცხიმებს, ქოლესტერინს შეიცავენ. ასეთი საკვები კი დომინანტ როლს არ უნდა ასრულებდეს. სცადეთ, რომ წითელი და გადამუშავებული ხორცი, ნაჯერი ტკბილეული, თეთრი პური და მაკარონი ნაკლებად მიირთვათ. რა თქმა უნდა, თუ დაბადების დღეზე იმყოფებით, ტორტზე ან ხაჭაპურზე უარის თქმა სისულელეა. აი, ყოველდღე მათი მირთმევა არ ღირს.
გონივრულია, თუ კარაქს და სხვა ტრანსცხიმებს შეზღუდული რაოდენობით მიირთმევთ. დიეტაში სჯობს ჩართოთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, პარკოსნები, კაკალი და თესლი, ასევე „კარგი“ ცხიმები, რომელთაც ცხიმიანი თევზი შეიცავს. ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ, რომელიც ძალიან სასარგებლოა, სოკო, ნიორი და კოჭა მიირთვით. მთლიანობაში, ანთების საწინააღმდეგო კვების საუკეთესო მაგალითად ხმელთაშუა ზღვის დიეტა ითვლება. ამის შესახებ The Daily Mail წერს.