სპეციალისტების რჩევები შემოდგომასა და ზამთარში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

596

წლის ცივი პერიოდი გაცივების ნაკლები რისკით რომ გადალახოთ, იმუნური სისტემა უნდა გააძლიეროთ. ასე ორგანიზმს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში დაეხმარებით. Vivien გიზიარებთ სპეციალისტების რჩევებს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

  • საკვები. უჯრედების დამცავი მინერალებით მდიდარი საკვები, როგორიცაა თუთია და სელენი, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში რაციონში უნდა ჩართოთ. ისინი ვირუსებთან წინააღმდეგობის უნარს აუმჯობესებენ.
  • ძილი. სრულყოფილი და მშვიდი ძილი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გადამწყვეტ როლს ასრულებს. მექსიკური კვლევის თანახმად, მათ, ვისაც დღეში 7 საათზე ნაკლები სძინავს, გაცივების სამჯერ მეტი რისკი აქვს.
  • სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. პათოგენებს ორგანიზმში ქილერი უჯრედები ებრძვიან. იმუნური სისტემის უჯრედები შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე ამტანობაზე მსუბუქი ვარჯიშით გააქტიუროთ. კვლევამ აჩვენა, რომ 20 წუთი ასეთი ვარჯიში საკმარისია, რომ ანთება დათრგუნოთ.
  • სახეზე ნაკლები შეხება. საშუალოდ, ყოველ ოთხ წუთში სახეს ხელებით ვეხებით, რომელიც შეიძლება ვირუსის და ბაქტერიის გამავრცელებელი იყოს.
  • „ყოველდღე ხელები ბევრ ზედაპირს ეხება, სადაც ვირუსები და ბაქტერიები ბინადრობენ. ხელები რეგულარულად დაიბანეთ, რომ იმუნური სისტემა გააძლიეროთ“.
  • მშრალ, ცხელ ჰაერს მოერიდეთ. ასეთი ჰაერი იმუნურ სისტემას ასუსტებს, რადგან სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს აშრობს – ეს ვირუსების ნაწილების შეღწევას აადვილებს. მეცნიერები თვლიან, რომ დახურულ შენობაში მაქსიმალური ტენიანობა უნდა შევინარჩუნოთ. საუკეთესო მეთოდი: ოთახი ზუსტად 10 წუთით რეგულარულად გაანიავეთ. ბინის გაგრილება არ ღირს, რადგან სიცივე ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს და იმუნურ სისტემას ასუსტებს.
  • ვიტამინები. C ვიტამინის საუკეთესო წყაროდ ქაცვი ითვლება: ის იმუნური სისტემის გამაძლიერებელ სხვა ვიტამინებსაც შეიცავს. ერთ–ერთი მათგანია A ვიტამინი, რომელიც სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს იცავს. A ვიტამინი სტაფილოსა და გარგარის ჩირშიც გვხდება. B6 ვიტამინი იმუნური სისტემის მაცნე ნივთიერების წარმოებას ხელს უწყობს: მისი წყაროებია ორაგული და ნიგოზი. E ვიტამინი იმუნური უჯრედების ფორმირებას ხელს უწყობს: მისი წყაროა კვერცხის გული.
  • ქუდი და შარფი. დაბალ ტემპერატურაზე თავი სწრაფად ცივდება, რაც სასუნთქი გზების სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და სურდოს ვირუსების შეღწევას აადვილებს. შემოდგომასა და ზამთარში თავის აქსესუარები და შარფი ატარეთ, რომ სასუნთქი გზები დაიცვათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს