პროდუქტები ინსულტის წინააღმდეგ: 3 ცვლილება კვებაში რისკს ამცირებს

722

ინსულტი სიცოცხლისთვის საშიშია და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ინსულტის გადატანის შემდეგ შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაცია და სპეციალური მედიკამენტები. ასევე შესაძლოა ტვინთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს დაგრჩეთ. ინსულტის თავიდან აცილება რთულია, მაგრამ ინსულტის რისკის მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია. ამისთვის ცხოვრების წესი უნდა შეცვალოთ და ჯანსაღი დიეტები დაიცვათ. Vivien გიამბობთ, რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ ინსულტის რისკის შესამცირებლად.The Stroke Association–ის მონაცემებით, არსებობს 6 დიეტური ცვლილება, რომელიც რისკის შესამცირებლად უნდა განახორციელოთ. იდეალური დიეტის დაცვა აუცილებელი არაა, რომ ინსულტის რისკი შეამციროთ. უბრალოდ რაციონში მცირე ცვლილებები შეიტანეთ.რეგულარულ ვარჯიშთან, თამბაქოს მოწევაზე უარის თქმასთან და ალკოჰოლის შემცირებასთან ერთად ჯანსაღი კვება ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მეტი ხილი და ბოსტნეული – საქმე მხოლოდ არაჯანსაღი საკვების შემცირებას არ ეხება. ხილის და ბოსტნეულის მეტი რაოდენობით მიღება ინსულტის რისკს ამცირებს.„ხილი და ბოსტნეული ვიტამინების და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროა. ყოველდღე 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ“ – ამბობენ ინსულტის ასოციაციაში.ზოგიერთი ექსპერტი გირჩევთ, რომ ინსულტის პრევენციისთვის მიირთვათ კალიუმით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ტკბილი და თეთრი კარტოფილი, ბანანი, პომიდორი, შავქლიავი, ნესვი ან მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ისპანახი და ედამამე.

მეტი უჯრედისი – უჯრედისი არა მხოლოდ დიდი ხნით განაყრებთ, საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და ყაბზობას თავიდან გაცილებთ, არამედ ინსულტის რისკს ამცირებს.„უჯრედისით მდიდარი პროდუქტები სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებენ. მიირთვით სახამებლის შემცველი პროდუქტები, მთელი მარცვლეული, ყავისფერი ბრინჯი ან ისეთი მარცვლეული, როგორიცაა კუსკუსი“.

ნაკლები ცხიმი და შაქარი – ჩვენ, ყველას ცოტა ცხიმი და შაქარი გვჭირდება, მაგრამ მათი სიჭარბე წონის პრობლემებს იწვევს, ეს კი ინსულტის რისკს ზრდის.„კარაქში შემწვარი საკვები, კარაქი ან ერბო, ბევრ ცხიმს შეიცავს. ამის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული, კაკლის და ზეითუნის ზეთი. ხორცი, ცხიმიანი ყველი, მზა ტორტი და ორცხობილა – ყველაფერი ბევრ ნაჯერ ცხიმს შეიცავს, ამიტომ რაციონში მათი რაოდენობა შეზღუდეთ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს