დღეს დილით დაღლილობას გრძნობდით? ამას აზრი აქვს, თუ დრო გჭირდებათ, რომ დაიძინოთ ან ღამით ხშირად გეღვიძებათ – უძილობის 2 გამაფრთხილებელი ნიშანი. Vivien გიამბობთ, შეიძლება თუ არა უძილობის მიზეზი ძირითადი დაავადება იყოს.ასე თვლის ექიმი მიშელ დრერუპი, ძილის დარღვევის სპეციალისტი. ის ასახელებს ჯანმრთელობის 3 მდგომარეობას, რომელსაც ღამით ცუდი ძილის გამოწვევა შეუძლია. ძილის გაწყვეტის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ტკივილი – უძილობის ყველაზე ხშირი მიზეზი.
„ტკივილი ძილის რეჟიმს არღვევს, ხოლო ძილის დარღვევა ტკივილს აძლიერებს. ეს მანკიერი წრეა“.
ექიმი აცხადებს, რომ „ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელს ძილის გაუმჯობესება შეუძლია“, რომელიც შეიძლება უძილობის ან ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტს დაუნიშნონ.უძილობის გამომწვევი კიდევ ერთი სპეციფიკური მდგომარეობა – აპნოე ძილში. მდგომარეობა 10 წამით ან უფრო დიდხანს სუნთქვის შეკავებას იწვევს – ძილის დროს საათში 5-ჯერ.
კლივლენდის კლინიკა ასახელებს ძილის აპნოეს სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:
- ხმამაღალი ხვრინვა
- სუნთქვის შეკავება ძილში, შეინიშნება
- დღისით ძილიანობა
- დაღლილობა
- მანქანის ძილმორეული ტარება
- ქოშინისგან გაღვიძება
- აშკარა მიზეზის გარეშე მოსაშარდად ხშირად გაღვიძება
- გულმკერდის ტკივილი ძილის დროს
თუ რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, ექიმთან კონსულტანციის გავლა ღირს.
მჟავე რეფლუქსი კიდევ ერთი დაავადება, რომელმაც შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. როგორც NHS–ის ექსპერტები ამბობენ, მჟავე რეფლუქსის მთავარი სიმპტომები მოიცავს:
- გულძმარვა, გულმკერდის შუაში წვის შეგრძნება
- უსიამოვნო მჟავე გემო პირში, რომელიც კუჭის მჟავით არის გამოწვეული.