დედის დეპრესია მომავალში ბავშვის დეპრესიის რისკს ზრდის

612

Vivien გიზიარებთ ბრისტოლის უნივერსიტეტის ახალი კვლევის შედეგებს, რომელიც დედისა და შვილის დეპრესიას შორის კავშირს ეხება. კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს და შემდეგ დეპრესიით იტანჯებოდნენ, 24 წლისთვის დეპრესიის სიმპტომების განვითარებისკენ მაღალი მიდრეკილება აქვთ. მათში დეპრესიის მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ბავშვებში, რომელთა დედებს დეპრესია არ აწუხებდათ. კვლევის ფარგლებში მამის დეპრესიის გავლენაც შეისწავლეს, მაგრამ ამორჩევა ძალიან მცირე იყო.

კვლევის შედეგები ფსიქიატრიის შესახებ ბრიტანულ ჟურნალში (British Journal of Psychiatry) გამოქვეყნდა. მასში 5 ათასი ადამიანის მონაცემებია ჩართული. მათ 14 წლიდან 24 წლამდე აკვირდებოდნენ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე დედების შვილებში დროთა განმავლობაში დეპრესიული სიმპტომები გაიზარდა. მათ, რომელთა დედებსაც ანამნეზში ანტენატალური დეპრესია ჰქონდათ, დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში დეპრესიის უფრო მაღალი საერთო დონე ჰქონდათ. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს მხარდაჭერა და ჩარევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს