ექიმი: უსაქმოდ ყოფნა სასარგებლო და კარგი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

416

ექიმის მოსაზრებით, თანამედროვე ადამიანს დაავიწყდა ისე დასვენება, რომ ამან ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს. ნატალი კისელნიკოვი, ფსიქოთერაპევტი, ამბობს, რომ უსაქმოს ყოფნა სასარგებლო და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია.

„ბევრი ადამიანი დასვენებას გადაეჩვია. მათ არ იციან, როგორ გადაერთონ სამსახურიდან და სხვა ყოველდღიური საქმიდან, რომ ძალები სწორად აღადგინონ.“

კისელნიკოვი აღნიშნავს, რომ დღეს ბევრი ადამიანი დასვენებას მიიჩნევს დროდ, როცა შეიძლება რთული საქმის, რაღაც სასარგებლოს გაკეთება. თუ ადამიანი არაფერს აკეთებს, ეს ხშირად იმას ნიშნავს, რომ სმარტფონში სოციალური ქსელების და ახალი ამბების გაგებაშია ჩაძირული.ექიმი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა კარგი ჯანმრთელობისთვის ყოველდღიური საქმეები და ინფორმაციული ნაკადი დროებით მოიშოროთ.

„თავი სრულად გაათავისუფლეთ და ყველა მოვლენისა და ახალი ინფორმაციისგან დაიცავით. ყოველდღე 15 წუთი სიჩუმეში გაატარეთ.“

კისელნიკოვის თქმით, მსგავს უსაქმოდ ყოფნაზე უარის თქმით შეიძლება მზარდი დაძაბულობით და სტრესით დაზიანდეთ, შედეგად, სიცოცხლით კმაყოფილების დონე მკვეთრად შეიძლება შემცირდეს“.