მეცნიერების თქმით, სიკვდილის ერთ–ერთი მთავარი მიზეზის, ტვინის დაავადების განვითარების რისკი თვალის დაავადებების მქონე ადამიანებში 60%–ით მაღალია. Vivien გიზიარებთ მეცნიერების კვლევას დემენციის შესახებ.აღმოჩენილ იქნა, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის დაავადებები, დეპრესია და ინსულტი, ჭკუასუსტობის განვითარების ალბათობას ზრდის. მათი გამოვლენის ალბათობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. იგივე თვალის დაავადებებსაც ეხება.კვლევა ჩაატარა სიანვენ შანმა, გუანდუნს პროვინციაში (ჩინეთი) სამედიცინო მეცნიერების აკადემიის დოქტორმა. ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაცია (AMD), კატარაქტი და დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადებები, მაგრამ არა გლაუკომა, დემენციის მაღალ რისკს უკავშირდება.
„ოფთალმოლოგიური და სისტემური დაავადებების მქონე ადამიანებს დემენციის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ ოფთალმოლოგიური ან სისტემური დაავადება აქვს“, ამბობს სიანვენ შანი.მკვლევარებმა UK BioBank-ის კვლევაში მონაწილე 55–დან 73 წლამდე ასაკის 12 364 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გაანალიზეს. თავიდან მონაწილეებს 2006-დან 2010 წლამდე აფასებდნენ, შემდეგ 2021 წლის დასაწყისში. სულ 2304 დემენციის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანსაღი მხედველობის მქონე ადამიანებთან შედარებით AMD–ს მქონე ადამიანებში დემენციის რისკი 26 %–ით მაღალი იყო, კატარაქტის შემთხვევაში 11 %–ით მეტი და დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების შემთხვევაში 61%–ით მაღალი.გლაუკომა, რომლის დროსაც მხედველობის ნერვი ზიანდება, დემენციის რისკს არ ზრდის, ამბობენ მკვლევარები, რომელთა კვლევა ოფთალმოლოგიის ბრიტანულ ჟურნალში BMJ გამოქვეყნდა.
მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ, სავარაუდოდ, თვალის დაავადებების დარეგისტრირების შემთხვევები შემცირებული იყო, რადგან მათზე თავად ატყობინებდნენ.