მყარი ნაწილაკები ჰაერის დამაბინძურებლებს შორის მთავარი კომპონენტია. ის ხშირად ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ხანგრძლივ ზემოქმედებასთან ასოცირდება. ახლახანს ჟურნალში Environmental Health and Preventive Medicine გამოქვეყნებულ კვლევაში ექიმმა ნატალი ჯონსონმა, A&M ტეხასის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დოცენტმა, კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა წინა კვლევის შედეგები, მიმოხილვები და მეტანაალიზები, რომლებიც ორი ტიპის დამაბინძურებელს ეხებოდა. მეცნიერებმა წვრილი და ულტრაწვრილი ნაწილაკების მოქმედება შეისწავლეს. ახლახანს აჩვენეს, რომ უკანასკნელი სისხლში ხვდება, პლაცენტურ ბარიერსაც გადის და განვითარებად ნაყოფში აღწევს.
კვლევებსა და მიმოხილვებში საუბარია ჯანმრთელობაზე წვრილი ნაწილაკების ზემოქმედების უსიამოვნო შედეგებზე, როგორიცაა დაბადებისას მცირე წონა, ასთმა და სხვა ქრონიკული რესპირატორული დაავადება, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები, სიმსუქნე და დიაბეტი.
პრენატალურ ზემოქმედებაზე ჩატარებული კვლევა ფართომასშტაბიანი არ იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემი ულტრადისპერსული ნაწილაკების ზემოქმედების მსგავს ეფექტებს აჩვენებს.