ექიმი ენდრიუ ვეილის მიერ შემუშავებული მეთოდი „4-7-8“ სუნთქვის ვარჯიშია, რომელიც დღის განმავლობაში დაგროვებულ სტრესს მოგაშორებთ და დაგამშვიდებთ. Vivien გასწავლით, როგორ შეასრულოთ სუნთქვის ტექნიკა და დაიძინოთ სწრაფად.
Express–ის მონაცემებით, სუნთქვის ტექნიკა 4-7-8 ადამიანს აიძულებს ყურადღება სუნთქვის დარეგულირებაზე გაამახვილოს. ასე ნეგატიური და მშფოთვარე ფიქრების გათიშვას შეძლებთ, რომლებიც ღამით დაძინებაში ხელს გიშლიან. ამ ვარჯიშის სწავლება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ზედმეტი შფოთვის გამო უძილობა აწუხებს.
„ექიმები ირწმუნებიან, რომ მეთოდი გახშირებულ გულისცემას ამშვიდებს ან დატანჯულ ნერვებს აწყნარებს“.
სუნთქვის ტექნიკის ეფექტი პრაქტიკაზეა დამოკიდებული: თუ რეგულარულად შეასრულებთ, ვარჯიში მოკლე დროში, 5 წუთზე ნაკლებ დროში დაძინებაში დაგეხმარებათ. მეთოდის ეფექტურობა აიხსნება იმით, რომ მისი დახმარებით ორგანიზმი ჟანგბადით მდიდრდება.
როგორ შევასრულოთ:
- ენის წვერი სასას მიადეთ. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ასე გქონდეთ.
- პირიდან ამოისუნთქეთ, შეიძლება სტვენა გაიგონოთ.
- ტუჩები მოკუმეთ და ცხვირიდან შეისუნთქეთ, გულში 4-მდე დაითვალეთ.
- 7 წამზე სუნთქვა შეიკავეთ.
- კვლავ პირიდან ამოისუნთქეთ და 8–მდე დაითვალეთ.
ვარჯიშის ერთი წრე გულისხმობს, რომ ადამიანი 4 სრულ ჩასუნთქვას ახორციელებს.