როცა არტერიები ქოლესტერინის ფოლაქებით იბლოკება, სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება ჩხვლეტა იგრძნოთ, ამბობს ექიმი.დროთა განმავლობაში ქოლესტერინის მაღალი დონე ფოლაქებს წარმოქმნის, რომლებიც არტერიების კედლებზე გროვდება და თანდათან შიდა სივრცეს ბლოკავს. ეს სისხლის მიმოქცევის დარღვევას და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობას, მათ შორის ინფარქტს ან ინსულტს იწვევს. პრობლემა იმაშია, რომ ქოლესტერინის დაგროვება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო გამოხატული ნიშნები უკვე სერიოზულ პრობლემაზე საუბრობს, ამის შესახებ ექიმი კარდიოლოგი კუნალ კარმალი Northwestern Medicine–თან ინტერვიუში საუბრობს.
„ადამიანები სიმპტომებს მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა მათ უკვე არტერიები დახშული აქვთ. ასეთი ბლოკირება ჟანგბადით მდიდარი სისხლის ნორმალურ მიმოქცევას შეიძლება ხელს უშლიდეს. შედეგად, შეიძლება ჩხვლეტა და გაშეშება იგრძნოთ“ – გვაფრთხილებს ექიმი.კარდიოლოგი განმარტავს, რომ ქოლესტერინის მაღალი დონის გამო დახშული არტერიების ტიპიური სიმპტომებია ჩხვლეტა, წვა, გაშეშება ან კიდურებში (ხელი, ფეხი, ტერფი) ტკივილი.თავის მხრივ, ამერიკაში ფეხის და კოჭ–წვივის სახსრის ქირურგების კოლეჯში აცხადებენ, რომ როცა მაღალი ქოლესტერინი დიდი ხნის განმავლობაში არ კონტროლირდება, არტერიების დაბლოკვის ნეგატიური პროცესები მწვავდება. ამის ერთ–ერთი შედეგი პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარებაა. ამ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება აწუხებდეს შემდეგი სიმპტომები:
- ფეხებში ტკივილი და სპაზმები
- ფეხებსა და ტერფებზე წყლულები, რომლებიც დიდხანს არ ხორცდება
- მუდმივად ცივი ფეხები ან ტერფები
- ფეხის, ტერფის ან ფეხის ფრჩხილებზე კანის ფერის შეცვლა
- ტერფებსა და ფეხებზე თმის ზრდის შენელება ან ცვენა
- ფეხებზე ფრჩხილების ნელი ზრდა
- ფეხებზე ბზინვარე კანი
- ერექციული დისფუნქცია (მამაკაცებში)
ქოლესტერინის მაღალი დონის შემცირება პირველი ხაზია, რომ პერიფერიული არტერიების დაავადებისა და სხვა გართულებებისგან თავი დაიცვათ. კარდიოლოგი ექიმთან კონსულტანციის გავლას ურჩევს მათ, ვისაც საკუთარი ქოლესტერინის დონე აწუხებს. ექიმს შემდეგი კითხვები დაუსვით:
- როგორია ჩემი ქოლესტერინის დონე?
- მაქვს თუ არა გულის დაავადებების რისკი?
- რამდენად ხშირად უნდა ჩავიტარო სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე?
- მჭირდება თუ არა ქოლესტერინის საწინააღმდეგო წამლები?