იოდის 5 წყარო და მისი უპირატესობები

842

იოდი ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელია. Vivien გთავაზობთ იოდის 5 ყველაზე გავრცელებულ წყაროს და გიამბობთ, თუ რატომ უნდა ჩართოთ რაციონში.

იოდის დეფიციტი იწვევს ტვინის განვითარების შეზღუდვას, განსაკუთრებით ბავშვებში, ასევე ფსიქიკურ დაავადებებს, ქოლესტერინის პრობლემებს, ლეტარგიას, დეპრესიას, დაღლილობას და წონის დარღვევას. იოდის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი ან მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ვითარდება. სწორედ ამიტომ, იოდის ბალანსის დაცვა და რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტების ჩართვა მნიშვნელოვანია.

  • ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება კარტოფილი – იოდის შესანიშნავი წყარო, რომელიც ყველგან გვხდება და საკმაოდ იაფია. გამომცხვარი ან ქერქიანად მომზადებული კარტოფილი 60 მკგ იოდით უზრუნლველგყოფთ.
  • ჰიმალაის კრისტალური მარილი, რომელსაც გოგირდსაც უწოდებენ, იოდის მდიდარი წყაროა. ყველა სახეობის სუფრის მარილი იოდს შეიცავს, მაგრამ დამუშავების შედეგად თავის თანდაყოლილ მინერალებს კარგავს. აი, დაუმუშავებელი ჰიმალაის მარილი დაახლოებით 500 მგ იოდს შეიცავს.
  • შტოში ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს და იოდის მდიდარ წყაროდ ითვლება. 120 გრ შტოში დაახლოებით 400 მკგ იოდს შეიცავს. დღიური ნორმის შესავსებად ყოველდღე ცოტა კენკრა მიირთვით ან ახალდაწურული წვენი დალიეთ.
  • ლობიო ან ზღვის ლობიო იოდის მდიდარ წყაროდ ითვლება, მაგრამ  სჯობს პარკოსნად მიირთვათ. ნახევარი ჭიქა მუქი მოლურჯო ლობიო დაახლოებით 32 მკგ იოდს შეიცავს. პარკოსნებში უჯრედისიც დიდი რაოდენობით შედის.
  • ლამინარია ან წყალმცენარეები. ოკეანე იოდით მდიდარი საკვები პროდუქტების, წყალმცენარეების უდიდესი წყაროა. მასში იოდის დიდი რაოდენობა შედის. მაგალითად, 1 ულუფა ლამინარია რეკომენდებულ დღიურ დოზაზე 4-ჯერ მეტ იოდს შეიცავს. წვნიანს ან სალათებს შეგიძლიათ დაუმატოთ. ამის შესახებ The Health Site წერს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს