აორტის მწვავე განშრევება: ვის ემუქრება და რა სიმპტომები აქვს

805

აორტის განშრევება იგივე დისექცია იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გულის დაავადებაა, რომელიც 50-60 წლის ადამიანებში ხშირად გვხდება. Vivien გიამბობთ, რა არის აორტის განშრევება და ვინ უნდა იყოს ფრთხილად.მწვავე განშრევება აორტის დასუსტებული კედლების ნაწილში ხდება – ორგანიზმის ყველაზე დიდი სისხლძარღვი, რომელიც პირდაპირ გულიდან მოდის. მისი გახეთქვისას სისხლი თქრიალით მოდის და ფენების განცალკევებას იწვევს: ასეთი განშრევება ზედა ან ქვედა აორტაზე გავლენას ახდენს.

რა სიმპტომები აქვს? ამ მდგომარეობას ისეთივე ნიშნები აქვს, როგორსაც ადამიანი გულის შეტევის ან ინსულტის დროს განიცდის: სუნთქვის სირთულე და ქოშინი, გულში ტკივილი, სიფერმკრთალე, ოფლიანობა, გონების დაბინდვა და სხვა.

ვინ არის რისკის ქვეშ? ითვლება, რომ მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები მეტნაკლებად რისკ ჯგუფში შედიან, რადგან მათმა მდგომარეობამ დროთა განმავლობაში შეიძლება აორტის კედლები დაასუსტოს, რაც აუცილებლად განშრევებას გამოიწვევს.მაღალი რისკის ქვეშ არიან ძალოსნები, ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანები და ისინი, რომელთაც ანამნეზში გულის დაავადებები აქვთ.გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი გარკვეული დაავადებით იბადება, რომლებიც აორტის კედლების დასუსტებას იწვევენ. მაგალითად, ასეთი პათოლოგიებია მარგანის სინდრომი და ელერს–დანლოსის სინდრომი (საბედნიეროდ, იშვიათად გვხდება).მსგავსი დაავადება 50-60 წლის ადამიანებს ხშირად აწუხებთ, მაგრამ მისი მსხვერპლი უფრო ახალგაზრდა ადამიანიც შეიძლება გახდეს.

რამდენად სახიფათოა აორტის განშრევება? მსგავსი დარღვევა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, რომელსაც დიდი ალბათობით ლეტალური დასასრული მოსდევს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ აორტის განშრევებამ შეიძლება მის გარე კედელს მიაღწიოს და გარღვევა გამოიწვიოს.აორტის დისექცია გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს, მისი მკურნალობა ხშირად ოპერაციის გაკეთებას გულისხმობს. პაციენტებს მკურნალობის შემდეგ არტერიული წნევის შესამცირებლად შეიძლება მედიკამენტები დასჭირდეთ, რომელთა მიღება შესაძლოა მთელი ცხოვრება მოუწიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს