ცხელი თუ ცივი კომპრესი: რომელი გამოვიყენოთ ტრავმის დროს

1330

ტრავმის დროს კომპრესებს ხშირად რეკომენდაციას უწევენ. რომელი ავირჩიოთ, ცხელი თუ ცივი? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დაზიანება გაქვთ. Vivien გიამბობთ, რომელი კომპრესი გამოიყენოთ ტრავმის დროს.

სიცივე ანთებას აფერხებს

ცივი კომპრესები რეკომენდებულია მაშინ, როცა დაზიანება შეშუპებას და ანთებას იწვევს, მაგალითად, მყესების, კუნთების გაჭიმვა ან დაჟეჯილობა. ცივი კომპრესის მთავარი ამოცანა: დაზიანებულ ადგილზე სისხლის ნაკადის შენელება. ამ მიზნით გამოგადგებათ სპეციალური გელიანი პარკები, რომლებიც შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ, სპრეი გამაგრილებელი სითხით ან პარკი გაყინული ბოსტნეულით, თუ სხვა ვარიანტი ვერ იპოვეთ.

ყინულის კანთან დიდი ხნით პირდაპირ კონტაქტს მოერიდეთ, რადგან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. გირჩევთ, ყინული ქსოვილში გაახვიოთ და შემდეგ დაზიანებულ ადგილას დაიდოთ.

ცივი თერაპია მეტნაკლებად ეფექტურია ტრავმის შემდეგ, როცა შეშუპება და ანთება მხოლოდ ვითარდება. ეს პირველი 20 წუთია. ცივი კომპრესი შეგიძლიათ რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში გამოიყენოთ.

მშრალი თბილი კომპრესი

მშრალი თბილი კომპრესი მოიცავს ცხელი წყლით სავსე ბოთლს ან სათბურას. მისი გამოყენება მარტივია და ტკივილს ეფექტურად ამცირებს.

თბილი კომპრესი დაჭიმულობის ან დაჟეჟილობის დროს არ გამოგადგებათ, რადგან სისხლის ნაკადის გაზრდას ხელს უწყობს და შეშუპებას და ტკივილს აძლიერებს. ქრონიკული მდგომარეობა, როგორიცაა სახსრების, კისრის ან ზურგის ტკივილი, თბილი კომპრესებით შემსუბუქდება.

თბილი კომპრესი შეგიძლიათ დაზიანების დროს გამოიყენოთ, მაგრამ მხოლოდ 72 საათის შემდეგ. ასე ტკივილის შემცირებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს