ამ სასწაული სოუსის რამდენიმე წვეთის რაციონში ჩართვა საკმარისია, რომ ცოტა უფრო ჯანმრთელი გახდეთ. ბალზამირებული ძმარი სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც მისი გამორჩეული გემოთი და სასარგებლო თვისებებით არის განპირობებული. Vivien გიამბობთ, სად და როგორ გამოიყენოთ ბალზამირებული ძმარი და რა სასარგებლო თვისებები აქვს.მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბალზამირებული ძმარი ანტისეპტიკია, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აქტუალურია. მას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ნედლ წყალსაც დეზინფექციას უტარებს. 2 წვეთის დამატება საკმარისია. თუ კუჭში უსიამოვნო შეგრძნებები გაწუხებთ, იცოდეთ, რომ ბალზამირებული ძმარი ნაწლავების მიკროფლორაზე დადებით გავლენას ახდენს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ძალიან ბევრ კერძს ხიბლს მატებს. სალათი, წვნიანი, ხორცი და თევზი, ასევე ნაყინი და დესერტი – ამ სიიდან ბევრი რამ ბალზამირებულ ძმარს იდეალურად ეთავსება!
ბალზამირებული ძმრის სარგებელი – ნამდვილი ბალზამი ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს: კალციუმი, სელენი, რკინა, ფოსფორი, სპილენძი, ანტიოქსიდანტი, A, C და B ჯგუფის ვიტამინები.ათასი წლის წინ შეძლებული იტალიელები ბალზამის ძმარს განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებდნენ, რომლის მომზადების დეტალები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საიდუმლოდ ინახებოდა. ბალზამირებული ძმრის ჩუქება ფუფუნებად ითვლებოდა. ეს მჩუქებლის გავლენასა და სიმდიდრეზე საუბრობდა.ნამდვილ ბალზამირებულ ძმრად იტალიის პროვინციაში, კერძოდ რეჯო ემილიასა და მოდენაში წარმოებული ითვლება. აქ, ყურძნის ვაზში ნებისმიერი ქიმიკატის გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
რისგან ამზადებენ ბალზამირებულ ძმარს – ბალზამირებული ძმარი ტრადიციულად ტკბილი ყურძნის წვენისგან მზადდება, რომელსაც 3-25 წელი კასრში ინახავენ. 12 წლის შემდეგ ახალგაზრდა ბალზამი მიიღება. ძმარს, რომელიც კიდევ 13 წელი ინახება, ექსტრაშენახულს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ყველაზე ძველი ყველაზე ძვირადღირებულია. ასეთ პროდუქტს სქელი კონსისტენცია, მუქი ფერი და მოტკბო ხილის არომატი აქვს.
ბალზამირებული ძმრის გამოყენება – თავდაპირველად, ბალზამირებული ძმარი გამოიყენებოდა მხოლოდ სამედიცინო მიზნით: თერაპიის, ასევე ანთების და თავის ტკივილის დროს. მისი კულინარიული თვისებები მოგვიანებით აღმოაჩინეს. იტალიის ბევრს სჯერა, რომ სალათში რამდენიმე წვეთი ბალზამის დამატება მათ ახალგაზრდობას ახანგრძლივებს და დღეგრძელობას ანიჭებს. ლეგენდის თანახმად, თავად კაზანოვა აფროდიზიაკის სახით ბალზამირებულ ძმარს იღებდა. ცუდი არაა, ასეა?ყოველდღიურად ბალზამირებულ ძმარზე დაფუძნებულ სოუსს იყენებენ. ასეთი სოუსი თამამად შეგიძლიათ სალათებს, თევზის და ხორცის წასახემსებლებს დაუმატოთ. ხარისხიანი ძმარი თავისი გემოთი და თვისებებით თავად ბალზამს არ ჩამორჩება.
კლასიკური კულინარიული კომბინაციები:
- პარმეზანი, მოცარელა
- მარწყვი
- ზღვის პროდუქტები
- ხრაშუნა პური
- მწვანე ბოსტნეული
- ავოკადო და რუკოლა
- ზეითუნის ზეთი (როგორც სალათის საკაზმი)
- ბრინჯი
- ნაყინი და კრემი
ბალზამი უკეთ რომ გაიხსნას და თავისი თვისებები შეინარჩუნოს, შეწვის ან ცხობის წინ არასდროს ვამატებ, მხოლოდ მზა კერძს ვასხამ. ასე ჩვენი ორგანიზმისთვის ბევრად სასარგებლოა.ვიმედოვნებ, რომ ცნობილი ძმრის შესახებ ბევრი საინტერესო რამ გაიგეთ. სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.