გარკვეული რაციონის დაცვა, როგორიცაა დიეტა შეზღუდული კალორიებით, ნახშირწყლების მცირე შემცველობით და ცხიმების მაღალი რაოდენობით, ასევე პერიოდული შიმშილობა წონის დასაკლებად შეიძლება სასარგებლო იყოს. უფრო მეტი სარგებლის მისაღებად ყველა ეს სტრატეგია მონაცვლეობით უნდა გამოიყენოთ. Vivien გიამბობთ, როგორ დააჩქაროთ წონის კლების პროცესი.ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა Nutrition–მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელშიც 227 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა ჭარბი წონის შესამცირებლად პროფესიონალს დახმარებისთვის მიმართა. მათ ზემოთ მოცემული სამი სტრატეგიიდან ერთ–ერთის დაცვის რეკომენდაცია მისცეს. ერთი დიეტის დაცვის შემდეგ 154 მონაწილე მეორე მეთოდზე გადავიდა, შემდეგ მესამეზე. წყვეტილი შიმშილობის დროს ნახშირწყლების მცირე რაოდენობით მიღებას და რაციონში ცხიმების მაღალ შემცველობას ყურადღებას მაინც აქცევდნენ.
პაციენტების დაახლოებით 78%–მა ერთი დიეტის დაცვით წონის 5% დაიკლო. ამასთან, დიეტის სახეობებს შორის წონის კლების დონე დიდად არ განსხვავდებოდა. მათ, ვინც სამივე დიეტური გეგმა ზედიზედ შეასრულეს, თითქმის 2-ჯერ მეტი დაიკლეს. ეს მიგანიშნებთ, რომ წონის კლების სტრატეგიის შეცვლა დასახულ მიზნამდე უფრო ეფექტურად მიგიყვანთ. ჯანმრთელობისთვის დიდი უპირატესობა მიიღეს მათაც, ვინც წონის მხოლოდ 5% დაიკლო, რადგან მათში კარდიომეტაბოლური ფუნქციები გაუმჯობესდა.მხოლოდ ერთი დიეტის დაცვა რთული ამოცანა და ხშირად შეუსრულებელია. ამის გამო ბევრი ადამიანი დიეტას არღვევს და წონის კლებას წყვეტს. სწორედ ამიტომ, იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია ერთი დიეტიდან მეორეზე გადავიდეთ და ამით სასურველი ეფექტი მხოლოდ გავაძლიეროთ. ბევრ ადამიანს ახალ კვების სისტემაზე გადასვლა უფრო უადვილდება, ვიდრე თვეების და წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი გეგმის დაცვა.