7 ნიშანი, რომელსაც სხეული აგზავნის, როცა თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა დარღვეულია

1865

გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, რომელსაც ადრეული ასაკიდან საკუთარი ჯანმრთელობა არ აწუხებს: ჩვეულებრივ, ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერება წლებთან ერთად მოდის.ზოგიერთ ნიშანს ასაკის მიუხედავად ყურადღება უნდა მიაქციოთ. ისინი ფსიქიკური ხასიათის პრობლემებზე სიგნალს იძლევიან, რომელიც მკურნალობის გარეშე ადამიანის ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ, რომელ 7 ნიშანს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევა გამორიცხოთ.

გახშირებული გულისცემა – ნერვიულობის დროს განსაკუთრებული ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც გულისცემას აჩქარებს. თუ ხშირად ამჩნევთ, რომ გული მზადაა საგულედან ამოვარდეს, სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი სტრესული სიტუაციაა. გარდა ამისა, გახშირებული გულისცემა მოახლოებული პანიკური შეტევის ნიშანი შეიძლება იყოს.

ოფლიანი ხელისგულები – კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც სტრესული გამაღიზიანებლის პასუხად ჩნდება. როცა ტვინი სხეულს განგაშის სიგნალს უგზავნის, ეს საოფლე ჯირკვლების აქტიურად წარმოებას ხელს უწყობს.

საჭმლის მონელების პრობლემები – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხშირად გვხდება იმ ადამიანების დიაგნოზში, რომლებიც ხშირად ნერვიულობენ. ორგანიზმი ძალების შენარჩუნებას ცდილობს, რომ სტრესულ გარემოს გაუმკლავდეს, ამიტომ საჭმლის მომნელებელი სისტემა ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა.

თავის ტკივილი – ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როცა ყველაფერი თავს გესხმით, თავი თითქოსდა სკდება. ჩვეულებრივი, ასეთი თავის ტკივილი შუადღეს ვლინდება და რამდენიმე თვე არ ქრება. უსიამოვნო შეგრძნება თავში, თითქოსდა კეფიდან რაღაც გიჭერთ, სიგნალია, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი სტრესია. კისრის არეში ტკივილი გადატვირთვაზე საუბრობს, შუბლის ზონაში – ძილის დეფიციტზე.

ქრონიკული დაღლილობა – მდგომარეობა, რომელიც სიზარმაცეს არ უნდა მიაწეროთ. როცა ტვინი პრობლემებით გადატვირთულია, სხეული დაღლილობას განიცდის. ამ მდგომარეობას სამუშაო დღის ბოლოს ჩვეულებრივი დაღლილობისგან მარტივად გაარჩევთ: ქრონიკული ფორმა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებულია, ერთჯერადი 8 საათიანი ძილით არ იკურნება და უმიზეზო ცუდი განწყობა ახლავს.

კონცენტრაციის პრობლემები – გიჭირთ ყველაზე მარტივი ინფორმაციის, როგორიცაა ახალი ნაცნობების სახელების დამახსოვრებაც? თუ 90 წლის არ ხართ, სავარაუდოდ, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები სტრესით გამოწვეულია. ორგანიზმს თითქოსდა მნიშვნელოვანი საკითხის დამახსოვრების ძალა არ აქვს, როგორიცაა დიდგორის ბრძოლის თარიღი და დავით აღმაშენებლის მეორე შვილის სახელი. ორგანიზმი ხომ უსაფრთხოების და სიმშვიდის შენარჩუნებას ძლივს ახერხებს. გასაკვირი არაა, რომ გამოცდების შემდეგ საკუთარ სახელსაც ძლივს ვიხსენებთ.

უძილობა – გავრცელებული სიმპტომი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დაგროვებული სტრესის სიგნალია. უძილობას ხშირად ხალხური მეთოდებით მკურნალობენ, მაგრამ პრობლემის პოვნა და აღმოფხვრა უფრო ეფექტურია. გახსოვდეთ, რომ რეგულარული ჯანსაღი ძილის არ ქონა უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, ვიდრე უბრალოდ გაღიზიანება და ყავის დალევის სურვილი.

თუ საკუთარ თავში ერთი ან რამდენიმე ზემოთ მოცემული ნიშანი იპოვეთ, სტრესის დონის შემცირება მაქსიმალურად სცადეთ. აუცილებლობის შემთხვევაში არ მოგერიდოთ და სპეციალისტს დახმარებისთვის მიმართეთ. ფსიქიკური პრობლემები უფრო რთულია, ამიტომ ყველა ადამიანი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს