ჩამოწელილი დუნდულები ჯანმრთელობისთვის საზიანოა – გამკვრივების მეთოდები

744

მეცნიერების თქმით, მოდუნებული, ჩამოწელილი, უვარჯიშო დუნდულები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ, თუ რატომ და როგორ გაამკვრივოთ დუნდულები.

რატომ არის საზიანო. დაჭიმული, „სპორტული“ დუნდულები არა მხოლოდ სხეულის გარეგნობას ალამაზებს, არამედ ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოაქვს. ოჰაიოს შტატში ვექსნერის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოდუნებული, უვარჯიშო დუნდულები ზურგის, ბარძაყების ან მუხლების პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

„ზურგის ქვედა ნაწილი მთელი სხეულის საყრდენია და ვარჯიშის დროს ბალიშის როლს ასრულებს. თუ თქვენი ძირი ძალიან სუსტია, მის საქმეს კომპენსაციის სახით სხეულის სხვა ნაწილები ასრულებენ, რაც საბოლოოდ გადატვირთვას, დაძაბულობას და დაზიანებას იწვევს“ – განმარტავენ ექსპერტები.

მათი თქმით, ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშს უგულებელყოფენ, შეიძლება მძინარე დუნდულების სინდრომი განუვითარდეთ, რაც დუნდულების კუნთებში ტონუსის არ ქონას, მათ ჩამოწელვას და სისუსტეს ნიშნავს.

როგორ ჩნდება მძინარე დუნდულების სინდრომი? პირველ რიგში, მკვლევარები ამბობენ, რომ ამას ხელს უწყობს ხშირი და ხანგრძლივი ჯდომა, ემბრიონის პოზაში ანუ მოკეცილი ძილი.

როგორ გავამკვრივოთ დუნდულები?

  • კონტრასტული შხაპი. თბილი წყლით დაიწყეთ და წრიულად იმოძრავეთ. ცივი წყლით დაასრულეთ (როგორც ვარიანტი, დუნდულები ყინულის კუბებით გაიწმინდეთ). ასე კანში კარგ სისხლის მიმოქცევას, მის ელასტიურობას და დაჭიმულობას უზრუნველყოფთ.
  • ვარჯიშები. ე.წ. იზომეტრიული ვარჯიშები არსებობს, რომლებიც სავარძელში ჯდომისას შეგიძლიათ შეასრულოთ. სწორად დაჯექით და რამდენიმე წამით დუნდულები დაჭიმეთ. თუ ვარჯიშს დღეში რამდენჯერმე, 5-10-ჯერ ზედიზედ გაიმეორებთ, კარგ ეფექტს მიიღებთ.
  • კიბეზე ასვლა. ერთ–ერთი საუკეთესო ვარჯიში დუნდულების კუნთებისთვის.
  • მთაზე ასვლა. ველოსიპედით მთაზე ასვლა ან ფეხით სიარული – ყველაფერი სასარგებლოა, თუ სისტემატურად შეასრულებთ. თუ სარბენ ბილიკზე ვარჯიშობთ, ეს 5-7%–იანი დახრით გააკეთეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს