Smidt Heart Institute–ს მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰიპერტონიის განვითარების გენეტიკური ფაქტორები ქალებზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე კაცებზე. თან იმდენად, რომ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და სტრესის მართვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მეცნიერებმა კვლევა ჟურნალში Hypertension–ში გამოაქვეყნეს.
„ჰიპერტონიის გასავითარებლად გენეტიკური მდგომარეობა ქალებში უფრო მაღალია. სხვა სიტყვებით, ქალები მაღალი გენეტიკური რისკით ჰიპერტონიას უფრო ეჯახება, ვიდრე კაცები მაღალი გენეტიკური რისკით“ – ამბობს ექიმი სიუზან ჩენგი, კვლევის წამყვანი ავტორი.
ჩენგმა და მისმა კვლევითმა ჯგუფმა 200 ათასზე მეტი ქალის და კაცის არტერიული წნევის და გენოტიპის მონაცემები გამოიყენეს. კვლევით სუბიექტებს 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგებმა მათი ჰიპოთეზა დაადასტურა, რომ გენდერულად სპეციფიკური გენეტიკური რისკის ნიშნები ქალებში ჰიპერტონიის რისკს უფრო უკავშირდება, ვიდრე კაცებში, განსაკუთრებით, ნაადრევი ჰიპერტონიის ეტაპზე.