დიაბეტის სიმპტომები – 4 განსხვავება 1-ელ და მე-2 ტიპის დიაბეტებს შორის

1217

შაქრიანი დიაბეტი სერიოზული დაავადებაა იმის მიუხედავად 1–ლი თუ მე–2 ტიპი ვითარდება. Vivien გიამბობთ, რა განსხვავებაა ამ ორ მდგომარეობას შორის.

  • 1–ლი ტიპის დიაბეტი. აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებს უტევს, ინსულინის ადეკვატურად წარმოების უნარს კარგავს. ორგანიზაცია Diabetes UK–ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინსულინი „ცხოვრების გასაღებია“, რადგან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს, არეგულირებს სისხლიდან უჯრედებში გლუკოზის შეღწევას მათ გამოსაკვებად და ენერგიის საწარმოებლად. გლუკოზა სისხლში გადადის, როცა ორგანიზმი საკვებიდან და სასმელიდან ნახშირწყლებს შლის. საკმარისი რაოდენობის ინსულინის გარეშე უკონტროლოდ გროვდება, მოკლედ რომ ვთქვათ, სისხლში შაქრის დონე იზრდება.მეცნიერებს ზუსტი პასუხი არ აქვთ, თუ რა იწვევს ისეთ აუტოიმუნურ მდგომარეობას, როგორიცაა 1–ლი ტიპის დიაბეტი. ითვლება, რომ ეს დიეტას ან ფიზიკურ ვარჯიშს არ უკავშირდება, მე-2 ტიპის დიაბეტისგან განსხვავებით.
  • მე-2 ტიპის დიაბეტი. მაშინ ვითარდება, როცა კუჭქვეშა ჯირკვალი „არასწორ“ ინსულინს აწარმოებს, რომელიც სათანადოდ ვერ მუშაობს. გლუკოზასთან მიმართებაში ჰორმონის მარეგულირებელი ფუნქცია სუსტდება ან იკარგება – უჯრედები მის მიმართ უგრძნობი ხდება (ინსულინრეზისტენტობა ვითარდება), ხოლო სისხლში მისი რაოდენობა იზრდება.კვლევა აჩვენებს, რომ მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების მთავარი რისკი ჭარბი წონაა.

ორივე ტიპის დიაბეტებს შორის განსხვავებები

1–ლი ტიპის დიაბეტის თავისებურებები:

  • აუტოიმუნური დაავადება;
  • ორგანიზმს ინსულინი აკლია – საჭირო რაოდენობით ვერ იწარმოება;
  • მიზეზი უცნობია;

მე–2 ტიპის დიაბეტის თავისებურებები:

  • ბუნებით აუტოიმუნური დაავადება არაა;
  • ინსულინი გამოიყოფა, მაგრამ სათანადოდ ვერ მუშაობს;
  • ჭარბი წონა რისკფაქტორია.

ორივე მდგომარეობის სიმპტომები განსხვავებულად ვლინდება. მეცნიერთა აზრით, „1–ლი ტიპის დიაბეტიკებში სიმპტომები სწრაფად ვლინდება, ხოლო მე–2 ტიპის დიაბეტის დროს სიმპტომები შეიძლება წლების განმავლობაში ვითარდებოდეს“.

კიდევ ერთი განსხვავება 1–ელ და მე–2 ტიპის დიაბეტებს შორის: დაავადების მკურნალობა:

  • 1–ლი ტიპის დიაბეტის დროს ინსულინი უნდა მიიღოთ, რომ სისხლში შაქრის დონე აკონტროლოთ;
  • მე–2 ტიპის დიაბეტის დროს ფიზიკური ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით რემისიას უნდა მიაღწიოთ, თუმცა ზოგიერთ ადამიანს მედიკამენტის სახით, მათ შორის ინსულინის მიღებით დამატებითი დახმარება სჭირდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს