ძილის დამბლა შეიძლება საშიში იყოს, რადგან ადამიანს გაღვიძებისას ლაპარაკი ან მოძრაობა არ შეუძლია. Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს ძილის დამბლა და როგორ მოვიქცეთ.ძილის დამბლა, ცნობილი როგორც ძილში გაშეშება. უჩვეულო მდგომარეობის სამედიცინო სახელი – გამოღვიძების კატაპლექსია. რიგი კვლევები აჩვენებს, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 8%–ს ერთხელ მაინც ძილის დამბლა განუცდია. ფსიქიატრიული საავადმყოფოების სტუდენტებსა და პაციენტებს შორის ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია: თითქმის მესამედი, 30% მსგავს დამბლას განიცდის.
სიმპტომები. ძილის დამბლის ტიპიური ნიშნები: მოძრაობის უუნარობა, რომელიც რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება, ამ დროს ადამიანი სრულ გონებაზეა. ადამიანი ამ დროს მტანჯველ მდგომარეობას განიცდის: ზოგს ეჩვენება, რომ კვდება.სინამდვილეში, სანერვიულო არაფერია. სამედიცინო თვალსაზრისით, ძილის დამბლა უვნებელია. სხვა საქმეა, რომ მსგავსი გამოცდილების შემდეგ შეიძლება დაძინების შიში განვითარდეს. ამ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
ძილის დამბლის მიზეზები. მეცნიერები ამას განმარტავენ, როგორც დროებით ნევროლოგიურ დარღვევას, რომლის დროსაც უმოძრაობა სწრაფი ძილის ფაზის შემდეგ შეიძლება შენარჩუნდეს, როცა სხეული რეფლექსურად იყინება, რომ ორგანიზმს დაძინებაში ხელი არ შეუშალოს.ძილში პარალიზება რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ხშირად გამშვები მექანიზმია უძილობა, სტრესი, ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
როგორ მოვახდინოთ რეაგირება? ექიმები გერმანულ ჟურნალთან Freundin ინტერვიუში იძლევიან შემდეგ რეკომენდაციებს:
- სიმშვიდე შეინარჩუნეთ;
- გააცნობიერეთ, რომ ეს არის ძილის დამბლა – არა სახიფათო მოვლენა და სერიოზული არაფერი მომხდარა;
- სწორი პოზა აირჩიეთ, ზურგზე არ დაწვეთ. ძილის დამბლა ამ პოზაში ხშირად გვხდება;
- თავი აარიდეთ ყველაფერს, რაც მშფოთვარე ძილს იწვევს, ღამით ალკოჰოლი არ დალიოთ;
- ძილის წინ იოგით ან მედიტაციით დაკავდით;