„დედა, როგორც ჩვენს უბანში ქალების უმეტესობა, პენსიაზე გასვლის შემდეგ საკუთარ თავს მეტ დროს უთმობს. სანამ სამსახური გვაქვს, მუდმივად სადღაც გვეჩქარება. აი, დამსახურებული დასვენების შემდეგ დედამ თითქოსდა აზროვნება შეიცვალა. ახლა ყოველ დილას ფინჯანი ძლიერი ყავით და კოსმეტიკით არ იწყებს, არამედ ლიმონიანი წყლით, იოგით და სახის ვარჯიშით.
სიტყვაზე, ამ ზაფხულს ინსტაგრამზე დარეგისტრირდა, რომ საყვარელ ვარსკვლავებს და მოდის სამყაროში სიახლეებს თვალი ადევნოს. მისი ერთ–ერთი საყვარელი ბლოგერის მიმდევარი მეც გავხდი. 50 წლის ელადა (ladushka_ka) ანტიეიჯ ბლოგერია. სწორედ მან გაგვიზიარა ფეისბილდინგის ვარჯიშები. ასეთი სახის ვარჯიში ნებისმიერი ასაკის ქალს გამოადგება.“ – ამბობს ერთ–ერთი მკითხველი Vivien–თან საუბარში. გიზიარებთ ეფექტურ ვარჯიშებს სახის კანის დასაჭიმად.
ბოთლით ვარჯიში
0,5 ლ პლასტმასის ბოთლში ცოტა წყალი (30-50 მლ) ჩაასხით. ბოთლს თავსახური დაახურეთ და ტუჩებით დაიჭირეთ. თავი ოდნავ უკან გადაწიეთ, ბოთლი იატაკის პარალელურად რაც შეიძლება დიდხანს დაიჭირეთ. ამ დროში ყელი და ლოყები დაიჭიმება. ტუჩის გარშემო კანი სისხლით გაივსება.
ვარჯიში ერთ წრეზე 4-5-ჯერ შეასრულეთ. დროთა განმავლობაში ბოთლში ცოტა მეტი წყალი ჩაასხით. ამ ვარჯიშით ყელის და ლოყების ჩამოწელილ კანს დაჭიმავთ, ტუჩის გარშემო მიკრო ნაოჭებს მოიშორებთ.
ბუშტით ვარჯიში
ბუშტით ვარჯიში საკმაოდ რთულია. თავიდან ფილტვებში ჰაერი უნდა დააგროვოთ, შემდეგ ბუშტში შთაბეროთ. ახლა უკუღმა: ბურთიდან ჰაერი ფილტვებში გაუშვით. ჰაერის ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა 3-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ დაისვენეთ და ვარჯიში კიდევ შეასრულეთ.
ასეთი ვარჯიში ლოყებს ძლიერ ტვირთავს. რეგულარული შესრულებისას სახის კანი დაიჭიმება და ლოყები ჯანსაღ ელფერს მიიღებს.
ფანქრით ვარჯიში
ფანქარი ტუჩებს შორის ჩაიდეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ტუჩებით წინ და უკან ამოძრავეთ, ტუჩები გაშალეთ და მოკუმეთ. ვარჯიში 10-20-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ შეისვენეთ და კვლავ საქმეს შეუდექით. 2-3 წრეზე ვარჯიშის შესრულება საკმარისია.
ფანქრით ვარჯიში ფეისბილდინგის რთულ იაპონურ ტექნიკად ითვლება. მას ფასიან კურსებზეც ასწავლიან. ყველაფერი იმის გამო, რომ ამ ვარჯიშის შესრულებისას ტუჩის, ლოყების, ცხვირის, ნიკაპის და ყელის ყველა კუნთი აქტიურდება. შედეგი გარანტირებულია!
ელადა სოციალურ ქსელში არა მხოლოდ სახის ვარჯიშებს და ყველა შესაძლო ტექნიკას, არამედ კარგ განწყობას გვიზიარებს. უასაკო ქალი ფსიქოლოგიით და შემოქმედებით გატაცებულია. მისი ფოტო ბევრ ქალს შთააგონებს. მოწიფულ ასაკში ასეთი გარეგნობის ქონა ბევრს სურს! თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?