არსებობს ბევრი საკვები პროდუქტი, რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგალითად, ყველასთვის ნაცნობი სანელებელი, მიხაკი. იცით თუ არა, რომ მისი სარგებელი კულინარიის საზღვრებს სცდება? მიხაკი სამკურნალო მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ამისთვის მისი სამკურნალო თვისებები და სწორად მიღების მეთოდი უნდა იცოდეთ. Vivien ყველა დეტალს გიზიარებთ.
მიხაკი: გამოყენება – მიხაკი პოპულარული აღმოსავლური სანელებელია. ის მიხაკის ხის ხმელ კოკორს წარმოადგენს. სანელებელი სხვა არაფერში აგერევათ, მას ხომ მკვეთრად გამოხატული არომატი და მწველი გემო აქვს.პატარა ზომის მიუხედავად მიხაკი ბევრ სასარგებლო მინერალს შეიცავს. მაგალითად, მასში შედის კალციუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, სელენი, თუთია და სხვა.სანელებლის მთავარი ღირსება მისი მოქმედების ფართო სპექტრია. მიხაკი მთელ ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს. მისი დახმარებით აქტუალურ პრობლემებს მოაგვარებთ და პროფილაქტიკას ჩაიტარებთ.
მიხაკის თვისებები – მიხაკის ეთერზეთი ბევრ ევგენოლს შეიცავს. ამის წყალობით სანელებელი ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. უფრო მეტიც, მიხაკის ზეთი სტომატოლოგიური პროდუქტების 40%–ის შემადგენლობაში შედის. რაიმე სპეციალური საშუალების ყიდვა აუცილებელი არააა. პირის ღრუს სადეზინფექციოდ საკმარისია 1 მიხაკი წუწნოთ.ამავე მეთოდით პირის ღრუს უსიამოვნო სუნს მოიშორებეთ. მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ დაღეჭოთ, არამედ ნელა წუწნოთ. რაც უფრო დიდხანს გააკეთებთ, მით უფრო მეტ სასარგებლო მიკროელემენტს მიიღებთ. ეს სანელებლის გახურების ხარჯზე ხდება.მიხაკის მიღება თქვენი დილის რუტინის ნაწილი მარტივად შეიძლება გახდეს. 1 კოკორი საუზმის მიღებამდე 15 წუთით ადრე წუწნეთ. მიხაკის აქტიური კომპონენტები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ეს ყველაფერი საჭმლის მონელებასა და ათვისებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, მიხაკი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ეს ელემენტები თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.
მიხაკთან ერთად სხვა პროდუქტებიც არსებობს, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავენ. მაგალითად, მოცვი, მარწყვი, ჟოლო, ჭარხალი, სტაფილო და სხვები. და მაინც, მიხაკი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს.
ხრიკი მიხაკით – მიხაკის დახმარებით წნევის გაზრდა შეიძლება. ეს უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე მორიგი ფინჯანი ყავა. თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, 1-2 კოკორი მიხაკი დაღეჭეთ. თავის ტკივილი, დაღლილობა და მოთენთილობა სწრაფად გაქრება.თუ დილით ყავას უბრალოდ გასაღვიძებლად სვამთ, მიხაკით ჩაანაცვლეთ. სანელებელი სუნთქვას აჯანსაღებს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ააქტიურებს, თან შესანიშნავად გაგამხნევებთ.
მიხაკს ქალების მკურნალსაც უწოდებენ. სანელებლის ბაზაზე სპეციალურ ნახარშს ამზადებენ. მისი დახმარებით მენსტრუაციის დარეგულირება შეიძლება. ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 500 მლ წყალი, 7-8 ხახვი და 2 ჩ/კ მიხაკი. წყალი, ხახვის ფურცლები და სანელებელი აურიეთ, ნარევი აადუღეთ და 10 წუთით ხარშეთ.ნახარში გადაწურეთ და 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ასეთი საშუალება ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ დალიეთ. 150 მლ ნახარში საკმარისია. გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ციკლის პრობლემები ხუმრობა არაა!
თუ უძილობა გაწუხებთ, მიხაკი გიშველით. საკმარისია, პატარა ტომარა სანელებლით გაავსოთ. მიხაკის მწკლარტე არომატს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. მისი დახმარებით სწრაფად და ღრმად დაიძინებთ.