დაფნის ფოთოლი სასიამოვნო მოგონებებს იწვევს და ბავშვობას მახსენებს. ბებიას წვნიანის ყოველ თეფშში მუქი მწვანე ფოთოლი აუცილებლად ცურავდა. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა თვისებები იმალებოდა ამ არომატული სანელებლის მიღმა. აღმოჩნდა, რომ დაფნის ფოთოლს მხოლოდ კერძების მოსამზადებლად არ იყენებენ. ეს სასარგებლო სუპერფუდია, რომელიც თეთრები ღირს. Vivien დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებებზე უფრო დეტალურად გიამბობთ.
დაფნის ფოთოლი: თვისებები – დაფნის ფოთოლი ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება. მისი დახმარებით ფერმენტის, ნერწყვის და კუჭის წვენის წარმოება ძლიერდება. ამ შემთხვევაში სანელებელი ისევე მოქმედებს, როგორც ხმელი მიხაკი.
თუ კვებას ყურადღებას აქცევთ, ერთი მთავარი რამ უნდა გაიგოთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ჭამთ, არამედ ის, თუ როგორ ხდება ამ საკვების მონელება. პროცესი უფრო პროდუქტიული რომ გახდეს, ორგანიზმს უნდა დაეხმაროთ. ამ ამოცანას დაფნის ფოთოლი ყველაზე უკეთ გაუმკლავდება.გარდა ამისა, დაფნის ფოთოლი ბევრ ეთერზეთს და სხვა ფიტოქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ისინი სანელებელს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებენ, რომელთა წყალობით ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.
ზუსტად ისე, როგორც მიხაკის შემთხვევაში, დაფნის ფოთოლი ნელ–ნელა უნდა წუწნოთ. შემდეგ დაღეჭოთ და მთლიანად შეჭამოთ. სანელებელი როგორც დილით, ასევე საღამოს, ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ. მეორე შემთხვევაში დაფნის ფოთოლი ისე მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. გარდა ამისა, მას ტკივილის გასაყუჩებლადაც იღებენ.
სხვა თვისებები – დაფნის ფოთოლი ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. მაგალითად, მანგანუმს, კალციუმს, სპილენძს და რკინას. ასევე B, A და C ჯგუფის ვიტამინებს. თუ ბიუჯეტური პროდუქტიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, ხარისხიანი სანელებელი აირჩიეთ. ბერძნული, თურქული, ქართული და აზერბაიჯანული წარმოების გამოგადგებათ.თუ დაფნის ფოთოლს წონით ყიდულობთ, კარგად დაათვალიერეთ. ფოთოლი გატეხილი და მკრთალი არ უნდა იყოს. ხარისხიან სანელებელს მკაფიოდ გამოხატული არომატი აქვს. ვადასაც ყურადღება მიაქციეთ. თუ დაფნის ფოთლის ყიდვიდან 6 თვეზე მეტი გავიდა, ახალი შეიძინეთ. დაფნის ფოთოლი სჯობს ბნელ და გრილ ადგილას შეინახოთ.დაფნის ფოთოლს არა მხოლოდ ჭამენ, არამედ წვავენ. ითვლება, რომ ცხარე არომატს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სტრესის მოხსნა და უძილობის გაქრობა შეუძლია.სხვათა შორის, დაფნის ფოთოლს ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ. სანელებლიდან სხვადასხვა მალამოს, საფენს და ნაყენს აკეთებენ. მაგალითად, დაფნის ფოთოლს თმის გასაძლიერებლად იყენებენ.
რედაქციისგან:დაფნის ფოთლის დიდი რაოდენობით გამოყენებასთან დაკავშირებით რიგი უკუჩვენებები არსებობს. მაგალითად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. სანამ სანელებელს ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.თუ სანელებელს სამკურნალო და პროფილაქტიკის მიზნით ხშირად იყენებთ, თქვენი შთაბეჭდილებები აუცილებლად გაგვიზიარეთ.