ექსპერტმა მაღალი წნევის „მოულოდნელი გამაფრთხილებელი ნიშანი“ დაასახელა

1540

მაღალ არტერიულ წნევას შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ ახლდეს ან ისეთი ნიშნით გამოვლინდეს, რომელიც ჰიპერტენზიის საფრთხეს არ უკავშირდება. Vivien გიამბობთ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას მაღალი არტერიული წნევის განვითარებაზე და რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.მაღალი არტერიული წნევა მნიშვნელოვან დაძაბულობას გულისხმობს, რომელსაც სისხლძარღვების კედლები სისხლის ზემოქმედებისას განიცდიან. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) აცხადებს, რომ მაღალ არტერიულ წნევად 140/90 და უფრო მაღალი მაჩვენებელი ითვლება. ჰიპერტენზიის გამოვლენა სხვადასხვა ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

  • ასაკი: მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი ასაკის მატების და სიბერის ზრდასთან ერთად იზრდება.
  • ოჯახური ანამნეზი: პრობლემა მემკვიდრეობით გადაეცემა.
  • კვების რაციონი: ბევრი ცხიმის მიღება.
  • ნატრიუმი: ადამიანი ბევრ მარილს იღებს.
  • ჰიპოდინამია: ადამიანი არ ვარჯიშობს და საჭირო რაოდენობით არ აქტიურობს.
  • ჭარბი წონა
  • მავნე ჩვევები: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
  • სტრესი
  • დაავადებები: დიაბეტი, თირკმლის დაავადება

ექიმი პოლ ჯექსონი Express–თან ინტერვიუში ამბობს, რომ მაღალი არტერიული წნევის მოულოდნელი გამაფრთხილებელი ნიშანი შეიძლება იყოს ტინიტუსი – ხმაური და სხვადასხვა ხმა ყურებში, რომელიც ადამიანს მაშინაც ესმის, როცა ხმაურის წყარო არაა.

„ზოგიერთ ადამიანს ესმის ზარის რეკვა, ზოგს – უფრო სტატიკური ხმა. სხვებს ესმით ხმაური, რომელიც მუსიკას ჰგავს, ან მუდმივად გუგუნს გრძნობენ. ტინიტუსი თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად აღიქმება“ – აღნიშნავს პოლ ჯექსონი.

ექსპერტის თქმით, ყურებში შუილი ექიმთან გამოკვლევის საბაბია, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამორიცხოთ. ტინიტუსი არა მხოლოდ მაღალი არტერიული წნევის სიგნალი, არამედ ტვინის სიმსივნის ნიშანი შეიძლება იყოს.თავის მხრივ, მაიოს კლინიკის სპეციალისტები მაღალი არტერიული წნევის სიმპტომებზე საუბრისას გვირჩევენ, რომ შემდეგ გამაფრთხილებელ ნიშნებს ყურადღება მიაქციოთ:

  • თავის ტკივილი
  • ჰაერის უკმარისობა
  • ცხვირიდან სისხლდენა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს