4 მეთოდი მაცივრის გარეშე პროდუქტების შესანახად, თუნდაც ზაფხულში

1340

ჩვენ, ქვის ჯუნგლების შვილებს წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ ვიცხოვროთ მაცივრის გარეშე. უკვე 100 წელია ეს მოწყობილობა ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის. ადრე სხვადასხვა ხრიკის გამოყენება უწევდათ, რომ ყველი, ძეხვი და ბოსტნეული დიდხანს შეენახათ. Vivien გიამბობთ, როგორ შეინახოთ პროდუქტები მაცივრის გარეშე თითქმის მინდვრის პირობებში.მეთოდები მეაგარაკეებს გამოადგებათ, თუ მოულოდნელად სინათლე გამოირთო ან აპარატი დაზიანდა. გარდა ამისა, რჩევები კემპინგის ან უბრალოდ პიკნიკის დროს შეუცვლელია.

პროდუქტების შენახვა მაცივრის გარეშე

ჩვენმა დიდმა ბებიებმა და ბაბუებმა მრავალი ხრიკი დაგვიტოვეს, თუ როგორ შევინახოთ პროდუქტები მაცივრის გარეშე. ზოგჯერ ცოტა მცდელობაც საკმარისია. სხვა შემთხვევაში ცოტა ყინული დაგჭირდებათ.

პროდუქტები ჭაში – ადრე გიამბეთ, როგორ შეინახოთ კიტრი ჭაში დიდი ხნით. ეს ხრიკი არა მხოლოდ ამ ბოსტნეულის შემთხვევაშია ეფექტური. პარკში ჩაწყობილი ან ჰერმენტულ ჭურჭელში მოთავსებული პროდუქტები ვედროში ჩადეთ. ვედრო ჭაში ნახევრად ჩაუშვით. ყინულივით ცივი ჭის წყალი გაგრილების ფუნქციას გაუმკლავდება.

თვითნაკეთი სარდაფი – აქ, ცოტა რთულადაა. თუ საკუთარი სარდაფი არ გაქვთ, როგორც ძველ შენობებს, მიწაში პატარა შესანახი კამერა შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის დიდი პლასტმასის კასრი დაგჭირდებათ. კასრი მიწაში ბოლომდე ჩამარხეთ. ამასთან სივრცე ქვემოთ და გვერდებზე ქვიშით გაავსეთ. ქვიშა საჭიროა იმისთვის, რომ კასრი მყარად დაფიქსირდეს და ყინვების დროს არ დასკდეს.

კასრი შიგნიდან თბოიზოლაციის მასალით დაფარეთ. პარკში დალუქული ნახერხი გამოგადგებათ. ზემოდან ჰერმენტული ხუფი დაგჭირდებათ, რომ მღრღნელები ან მწერები თქვენს მარაგს ვერ მიწვდნენ.მეთოდი გამოადგებათ მათ, ვინც შუა კონტინენტურ ზოლში ცხოვრობს, რადგან ზამთარში მიწა ძლიერ იყინება და ტემპერატურას ივნისამდე ინარჩუნებს. წლის ცივ დროს ისაა, რაც გვჭირდება.

ატმოსფერული მაცივარი – ნამდვილი აღმოჩენა მათთვის, ვისაც ქალაქგარეთ სახლში დასვენებისას წასახემსებლების გაგრილება სურს. ატმოსფერული მაცივარი – ტაშტის, თავსახურიანი ვედროს, წყლის და ქსოვილის კონსტრუქცია. ის ცვარის გაგრილების პრინციპზე მუშაობს. რთულად ჟღერს, მაგრამ მარტივად მუშაობს.ტაშტი წყლით გაავსეთ, მასში პროდუქტებით სავსე ვედრო ჩადეთ და თავსახური დაახურეთ. ზემოდან ქსოვილით შეფუთეთ ისე, რომ ნაჭრის ბოლოები ყველა მხრიდან წყალში იყოს ჩადებული. აორთქლებისას წყალი ვედროს გააგრილებს და თბილ ჰაერს შეღწევის საშუალებას არ მისცემს. ასე ვედროში არსებულ პროდუქტებს 10-15 გრადუსზე გააგრილებთ.

საკუთარი საყინულე – უძველესი, მაგრამ ეფექტური მეთოდი. საყინულეს მოსაწყობად ადრე ორმეტრიან ღრმა ორმოებს თხრიდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.დიდი ყუთი იპოვეთ და კარგად დათბუნეთ. ყუთი ჰერმენტულად შეფუთული უნდა იყოს და თავსახური ეხურებოდეს. შიგნით მცირე ზომის მეტალის ჭურჭელი მოათავსეთ. მათ შორის სივრცე ყინულის ნატეხებით ან გაყინული წყლის ბოთლებით გაავსეთ.

მნიშვნელოვანია: ბოთლები წყლით ბოლომდე არ გაავსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყინვის პროცესში გატყდება.ასეთი ყინული 3 დღე გაძლებს, თუ მზისგან მოშორებით, დაჩრდილულ ადგილას იმყოფებთ. შემდეგ უბრალოდ ყინული უნდა განაახლოთ.

ზოგიერთი მეთოდი შესასრულებლად მარტივია, ზოგი – რთული. თუ პროდუქტების მხოლოდ ერთი დღით ჩაცივება გსურთ, ჩანთა–მაცივარი ან მინი–მაცივარი გამოიყენეთ. ოღონდ სიცივის ბევრი დამტენი წაიღეთ. ასე საკვებს კიდევ უფრო დიდხანს შეინახავთ. თუ სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.