უმეტესობა ჩვენგანს არა მხოლოდ საპატიო ასაკამდე მიღწევა, არამედ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს. სამწუხაროდ, ორგანიზმში თითოეულ ორგანოს გამძლეობის თავისი მარაგი აქვს, რომელიც წლებთან ერთად ცხოვრების წესის მიხედვით მცირდება. დღეს Vivien გიამბობთ, რა იწვევს თირკმლის მუშაობის გაუარესებას, ასევე გიამბობთ 2 სახიფათო „სიგნალზე“, რომელიც თირკმლის ცუდად მუშაობას განიშნებთ.
რა შუაშია ძილი
თითქმის არცერთი ექიმი ძილის პრობლემებს და თირკმლის დაავადებებს ერთმანეთს არ უკავშირებს. არადა მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ ორგანოს ფილტრაციის უნარის შემცირება ძილის ხარისხზე პირდაპირ გავლენას ახდენს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღამით ხშირად გაღვიძებას და ზედაპირულ ძილს, რომლის შემდეგ ძალების აღდგენას ვერ გრძნობთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ძილის პრობლემების დროს ექიმთან მიდით და თირკმლები შეამოწმეთ. ძილის პრობლემების მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ იყოს, მაგრამ სჯობს თავი დაიზღვიოთ, რადგან თირკმლის გადანერგვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
ხელისგულებსა და ტერფებს ყურადღება მიაქციეთ
თუ მუდმივად ცივი, ზოგჯერ სველი ხელის მტევანი გაქვთ, ეს ჯანმრთელობაზე სერიოზულად დაფიქრების საბაბია. ხშირად ამას თირკმლის ფუნქციების დარღვევა იწვევს. საქმე შეიძლება იმას არ ეხებოდეს, თუ დღის განმავლობაში რა რაოდენობის სითხე ხვდება ორგანიზმში და რამდენი გამოდის შარდით.
თირკმლები ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, მათ შორისაა სხვადასხვა ჰორმონის წარმოება და ვიტამინების (მათ შორის D ვიტამინის) აქტიურ ფორმაში გარდაქმნა. თირკმლების მუშაობა გარკვეულწილად დარღვევა იმუნიტეტის დაქვეითებას, ღვიძლის მუშაობის გაუარესებას, არტერიული წნევის ზრდას გამოიწვევს.
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თქვენი ცხოვრების წესი შეცვალეთ, მავნე ჩვევები მოიშორეთ, ასევე კარგი სპეციალისტი იპოვეთ, ვინც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. თირკმლები ნებისმიერ ემოციურ სტრესზე მგრძნობიარედ რეაგირებს – დასკვნა თავად გააკეთეთ.
თუ ინფორმაცია სასარგებლო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.