7 მეთოდი ახალი კიტრის დიდხანს შესანახად

843

წლის ცივი სეზონისთვის კიტრის შენახვის ყველაზე პოპულარული მეთოდი დაკონსერვებაა, თუმცა ეს ერთადერთი მეთოდი არაა. თითოეულ ბოსტნეულს თავისი საიდუმლოებები აქვს, რომლის დახმარებით ახალ კიტრს ერთი კვირა ან რამდენიმე თვე შეინახავთ. დღეს Vivien გიამბობთ, როგორ შეინახოთ კიტრი დაკონსერვების გარეშე.ამ მეთოდების უმეტესობას ჩვენი დიდი ბებიები იყენებდნენ და ხრაშუნა კიტრს ისე გემრიელად ინახადნენ, თითქოსდა კვლებიდან ახლახანს მოწყვიტეს. გიზიარებთ იდეების დიდებულ შვიდეულს და კიდევ ერთ საინტერესო ბონუსს სტატიის ბოლოს.

როგორ შევინახოთ კიტრი დაკონსერვების გარეშე

მათთვის, ვინც ახალ კიტრს სუპერმარკეტებში მთელი წელი ყიდულობს, საკითხი აქტუალური არაა. მაგრამ დაგვეთანხმეთ: სათბურის კიტრს ზაფხულის ჯიშის გემო და არომატი არ აქვს. სწორედ ამიტომ, შეიძლება ქვემოთ აღწერილი ერთ–ერთი მეთოდი გამოგადგეთ. თავგამოდებული მეაგარაკეებისთვის თითოეული მეთოდი ნამდვილად ოქროს ფასი იქნება.პირველ რიგში, აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც შესანახად გამოგადგებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგეყრებათ.

  • მკვრივქერქიანი გრუნტის კიტრი ყველაზე კარგად ინახება. გამოგადგებათ შემდეგი სახეობები: ნეჟინსკი, ხარკოვსკი, სადკო, კოკურენტი, კუსტოვოი, პარადი, ნეროსიმი. ამ კიტრებს შენახვის კარგი ხარისხი აქვთ.
  • მხოლოდ მკვრივი ნაყოფი აირჩიეთ და არავითარ შემთხვევაში მწიფე.
  • ზედაპირი დაზიანებული არ უნდა იყოს.
  • კიტრი დაკონსერვების გარეშე შენახვამდე სუფთა და მშრალი უნდა იყოს. გარეცხვა არ ღირს, რადგან ნაყოფს ლპობისგან დასაცავად საკუთარი დამცავი გარსი აქვს.
  • მოსავლის აღებიდან შენახვამდე ძალიან ცოტა დრო უნდა გავიდეს. თუ კიტრს რამდენიმე დღე გააჩერებთ, შენახვას აზრი არ აქვს. იდეალურია, თუ ახლახანს მოკრეფილ მოსავალს შეინახავთ. პირდაპირ კვლებიდან ან სანდო გამყიდველიდან აიღეთ.

როგორ შევინახოთ კიტრი მაცივარში 7 დღე – თუ კიტრს უბრალოდ მაცივარში, ბოსტნეულის უჯრაში შეინახავთ, ახალი მაქსიმუმ 3 დღე დარჩება. თუ ღია პარკში ჩადებთ და ზემოდან სველ მარლას დააფარებთ, შენახვის ვადა 1 კვირამდე ან მეტი ხნით გაიზრდება.

როგორ შევინახოთ კიტრი მაცივარში 2 კვირა – კიდევ ეფექტურია, თუ თითოეულ კიტრს ქაღალდის სალფეთქში გაახვევთ და შემდეგ რამდენიმე ფენად ღია პარკში ჩააწყობთ და მაცივარში შეინახავთ. პარკის თავი არავითარ შემთხვევაში შეკრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოსტნეული დაიხრჩობა და სწრაფად გაფუჭდება.

როგორ შევინახოთ კიტრი მაცივარში 1 თვე – ეს იდეა დიდ სივრცეს მოითხოვს. კონტეინერი 2 სმ დონეზე წყლით გაავსეთ და მასში კიტრი ყუნწებით ქვემოთ ჩააწყვეთ. მაცივარში შეინახეთ და დღეში ერთხელ წყალი გამოცვალეთ. ამრიგად, ახალი კიტრი საჭირო სითხეს მიიღებს, როგორც ყვავილი. ასე 3-4 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ.

კიტრის შენახვა კვერცხის ცილაში – კვერცხის ცილაში ბოსტნეულის შენახვა უძველესი მეთოდია. სჯობს ქარხნის კვერცხი გამოიყენოთ, რადგან ის სტერილურია.კიტრი გარეცხეთ და გაამშრალეთ. შემდეგ კვერცხის ცილა წაუსვით, გააშრეთ და მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახეთ. ასეთი დამცავი გარსით კიტრში სითხე შენარჩუნდება და კიტრის შენახვის ვადა რამდენიმე კვირა გახანგრძლივდება.

როგორ შევინახოთ კიტრი ქსოვილში – თუ სარდაფი გაქვთ და მაცივარი არა, ეს მეთოდი გამოგადგებათ. კიტრი სველ ქსოვილში გაახვიეთ და დაახლოებით 6 გრადუს ტემპერატურაზე შეინახეთ. პერიოდულად ქსოვილი დანამეთ. ასე ნაყოფს რამდენიმე კვირა შეინარჩუნებთ.

როგორ შევინახოთ კიტრი წყალში – კიდევ ერთი მეთოდი ბოსტნეულის შესანახად თითქმის მინდვრის პირობებში. ორი ვარიანტი არსებობს: 1.კიტრი ბადეში ჩადეთ და აუზში ჩატვირთეთ, რომელიც არ იყინება. 2.კიტრი ვედროში ჩააწყვეთ და ჭაში ჩადეთ ისე, რომ წყალს მხოლოდ ვედროს ძირი ეხებოდეს.

კიტრი ქვიშაში – ქვიშაში ინახავენ ნიორს და ხახვს, ასევე კიტრს. თიხის კონტეინერში აწყობენ და თითოეულ ფენას გარეცხილი და გამშრალი ქვიშით ფარავენ. შემდეგ თავზე ახურავენ და ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას ინახავენ. ამბობენ, რომ კიტრი ამ მეთოდით თითქმის გაზაფხულამდე ინახება.

კიტრის შენახვა ძმარში – ყველაზე მარტივი: კიტრი საწურზე დააწყვეთ და თავსახურიან, ძმრიან ჭურჭელში ჩადეთ (ძმრის დონე დაახლოებით 3 მმ). ამრიგად, კიტრი 1 თვე ინახება.

კიტრის შენახვის კიდევ ერთი, უჩვეულო მეთოდი არსებობს. ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე საზრიანი. კიტრს კომბოსტოს რიგებს შორის რგავენ და როცა ნაყოფები ინასკვება, კომბოსტოს ფოთლებს შორის დებენ. ასე კიტრი თავად კომბოსტოში იზრდება და მასშივე ინახება. კომბოსტო ხომ თავისი შენახვის ვადით ცნობილია. უჩვეულოა, გვეთანხმებით? რომელ მეთოდს აირჩევთ კიტრის შესანახად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს