დიეტოლოგები განგაშს ტეხენ – პომიდვრის პურთან ერთად ჭამა არ შეიძლება

1308

ყველა ბოსტნეულიდან პომიდორი ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარს. განსაკუთრებით, საკუთარ ნაკვეთზე გაზრდილი, წვნიანი ნაყოფი შესანიშნავი არომატით ერთი მეორეს მიყოლებით ქრებოდა, სანამ დედა სამზარეულოდან გამაგდებდა. იმ დროს პომიდვრის სარგებელზე ან ზიანზე, ასევე სხვა პროდუქტებთან თავსებადობაზე არ ვფიქრობდი. ახლა ამ საკითხს უფრო შეგნებულად ვუდგები. ახლახანს გავიგე, რატომ არ შეიძლება პომიდვრის ჭამა პურთან ერთად.პომიდორი ვიტამინების და სასარგებლო მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. მასში შედის ლიკოპინი, რომელიც ბოსტნეულის წითლად შეღებვაზე პასუხისმგებელია. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს. ზოგიერთი პომიდორი სახეობიდან გამომდინარე საკუთარ უნიკალურ თვისებებს ფლობს. Vivien გიამბობთ, თუ რა სარგებელი და ზიანი აქვს პომიდორს და რასთან ერთად შეიძლება ან არ შეიძლება მისი მირთმევა.

პომიდვრის სასარგებლო თვისებები

  1. გული და სისხლძარღვები – პომიდვრის რეგულარული მიღება გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს 55%–ით ამცირებს. ამაზე ლიკოპინი და ბეტა კაროტინი პასუხისმგებელია. ბოსტნეული ქოლესტერინის დონეს არეგულირებს და თრომბის წარმოქმნას აფერხებს.
  2. არტერიულ წნევას ამცირებს – ბევრი კალიუმი და პომიდორში შემავალი ქლოროჰენური მჟავა არტერიული წნევის რეგულირებაში მონაწილეობს. კვლევებმა აჩვენა, რომ ნატრიუმის დაბალ პროცენტთან ერთად ეს ელემენტები სიკვდილიანობის ალბათობას 20%–ით ამცირებენ.
  3. ონკოლოგიის პრევენცია – მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პომიდორი შეიძლება სიმსივნის კარგი პროფილაქტიკა გახდეს. ფილტვების, კუჭის, ძუძუს და წინამდებარე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათად გვხდება იმ ადამიანებში, რომლებიც პომიდორს ხშირად ჭამენ.
  4. შაქრიანი დიაბეტის პრევენცია – ბოსტნეულში შემავალი ბევრი უჯრედისი მე–2 ტიპის დიაბეტით დაავადებულებში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.  1–ლი ტიპის დიაბეტიკებში გლუკოზის საერთო დონე კარგ მაჩვენებლებს აჩვენებს.
  5. თვალი – ზემოთ ნახსენები ნივთიერება, ლიკოპინი და ბეტა კაროტინი ლუტეინთან ერთად თვალს მზის ზემოქმედებისა და კატარაქტის ნაადრევი განვითარებისგან იცავენ. ხანდაზმულებს, რომლებიც პომიდორს მიირთმევენ, თანატოლებზე უკეთესი მხედველობა აქვთ.
  6. ძვლის ქსოვილის გაძლიერება – ძვლები გამძლე რომ იყოს, ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის კალციუმი უნდა შედიოდეს. ეს საკმარისი არაა. K ვიტამინი კარგ ნივთიერებათა ცვლას და ძვლის ქსოვილებში ელემენტების ზომიერ განაწილებას უზრუნველყოფს. ეს ვიტამინი პომიდორში საკმარისად გვხდება.
  7. ჯანმრთელი კანი – ლამაზი, ელასტიური კანი თითოეული ქალის ოცნებაა. კრემი, ნიღაბი და სხვადასხვა პროცედურა მის მოქნილობას აუმჯობესებს და უფრო ჯანმრთელს ხდის. თავის მოვლა ეფექტური რომ იყოს, ყოველდღიურ რაციონში ჩვენი ბოსტნეული ჩართეთ.
  8. წონაში კლება – ბევრი დიეტოლოგი დიეტის დროს დიდი რაოდენობით ბოსტნეულის ჭამას გვირჩევს. მასში ორგანიზმისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების დღიური ნორმა შედის. პომიდორი მადას აქვეითებს, ამით მიღებული კალორიების რაოდენობას ამცირებს.
  9. ორსულობის დროს – ქალებს ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავის დალევას ურჩევენ. ის ნაყოფის ფორმირებაზეა პასუხისმგებელი. ამ ნივთიერებას პომიდორიც შეიცავს. ასე რომ ბოსტნეულის სარგებელი თვალსაჩინოა.

პომიდვრის ზიანი – პომიდორი ყველასთვის სასარგებლო არაა. ალერგიული ადამიანებისთვის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და თირკმლების პრობლემების დროს ბოსტნეულის მიღება საზიანოა. პომიდვრის ჭარბად მიღებამ შეიძლება არტერიული წნევის რყევები გამოიწვიოს. ართრიტის დროსაც პომიდორი სიფრთხილით უნდა მიიღოთ. დაავადების გამწვავების დროს ბოსტნეული რაციონიდან საერთოდ გამორიცხეთ.

როგორ ვჭამოთ პომიდორი სწორად – პომიდორი კარგად რომ აითვისოთ, უნდა იცოდეთ, რასთან ერთად მიირთვათ და რასთან არა. მაგალითად, ბრინჯთან, კვერცხთან ან თევზთან კომბინაციას მოერიდეთ. პურთან ერთად მირთმევისას მუცლის შებერილობას მიიღებთ. რაც შეეხება პომიდვრის წვენს, ის სრულყოფილ საკვებად უნდა განიხილოთ. სხვა საჭმელზე წვენის დაყოლება არ შეიძლება, ასე საჭმლის მონელებას დაარღვევთ.

თერმულად დამუშავებული პომიდორიც სასარგებლოა. გამონაკლისი: შემწვარი. მწვანე ნაყოფთან ფრთხილად იყავით. სჯობს უმად არ მიირთვათ, გირჩევთ ზამთრისთვის დააკონსერვოთ. და მაინც, კონსერვის ჭარბად მიღება არ ღირს. გახსოვდეთ, რომ მასში ბევრი მარილია.

ვეჭვობ, რომ არსებობდეს პროდუქტი, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. სწორედ ამიტომ, საკუთარ ორგანიზმს მოუსმინეთ. თუნდაც პომიდვრის დიდი მოყვარული იყოთ, ყურადღება მიაქციეთ, თუ პომიდორს რასთან და რა რაოდენობით მიირთმევთ. ახლა უკვე იცით, რატომ არ შეიძლება პომიდვრის ჭამა პურთან ერთად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს