ექიმები და დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მოდის გამო რძის პროდუქტებზე სრულიად უარი არ თქვათ. რძეში, ყველში, იოგურტსა და ხაჭოში შემავალი ბევრი სასარგებლო უჯერი ცხიმი, კალციუმი და D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. გამონაკლისი ლაქტოზას აუტანლობაა. როგორ მივხდეთ, რომ ეს ჩვენი შემთხვევაა? Vivien გთავაზობთ ამ სინდრომის ძირითად სიმპტომებს. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ ქვემოთ მოცემული ნიშნებიდან ნახევარს მაინც რეგულარულად ამჩნევთ.
მუცლის შებერილობა და გაზების წარმოების ზრდა – თუ ყოველი ჭიქა რძის ან ულუფა იოგურტის შემდეგ საზღაურს მუცლის შებერილობით და გაზების ზრდით იხდით, ეს შეიძლება საუბრობდეს, რომ ორგანიზმი რძის პროდუქტებს სრულად ვერ ითვისებს. შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს ნამდვილად აკლია ფერმენტი ლაქტაზა, რომელიც ლაქტოზაში შაქრის მოლეკულების დაშლაზეა პასუხისმგებელი და ნაწლავების კედლებს ათვისებაში ეხმარება. თუ ყოველი ულუფა „რძის“ შემდეგ მუცელი ბუყბუყებს და იბერება, სჯობს ექიმს მიმართოთ.
მუცლის ტკივილი – თუ ორგანიზმში ლაქტაზას დეფიციტია, ორგანიზმი ლაქტოზას მოლეკულების დაშლის მცდელობისას ნაწლავებში მეტ სითხეს „შეიწოვს“: გაზებთან კომბინაციაში ეს დიარეას, მუცლის ბუყბუყს და ტკივილს გამოიწვევს. თუ უსიამოვნება ხშირად გაწუხებთ, ხოლო რძის პროდუქტები ახალი იყო, შესაძლოა, ნამდვილად ლაქტოზას აუტანლობა გაქვთ.
გულისრევის შეგრძნება – სხვადახვა პაციენტებში ლაქტოზას აუტანლობა მერყეობს და სიმპტომებიც განსხვავებულია. ზოგში რძის პროდუქტის მიღება გულისრევის შეტევებს იწვევს. ექიმების თქმით, ეს სიმპტომი იშვიათად გვხდება, მაგრამ თუ რძის პროდუქტის მიღების შემდეგ გულისრევის შეგრძნება რეგულარულად გაწუხებთ, ექიმს უნდა მიმართოთ.
ყველა სხვა დიაგნოზი გამორიცხეთ – კრუნჩხვები, დიარეა და გულისრევა – ყველა ეს სიმპტომი ნაწლავების სხვადასხვა ანთებით დაავადებებს ახასიათებს, მათ შორისაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და კრონის დაავადება. ლაქტაზის დეფიციტზე ანალიზების ჩაბარებამდე ყველა სხვა შესაძლო მიზეზი გამორიცხეთ. რა თქმა უნდა, ლაქტოზას აუტანლობის მთავარი სიმპტომი გახსოვდეთ: ნებისმიერი სიმპტომი უშუალოდ რძის პროდუქტის მიღების შემდეგ ვლინდება.
როგორ განვსაზღვროთ – უმარტივესი მეთოდი: წყალბადზე სუნთქვის ტესტის ჩატარება. საქმე იმაშია, რომ როცა ლაქტაზის დეფიციტის მქონე ადამიანი რძის პროდუქტებს ინელებს, ნაწლავების ბაქტერიები სისხლში წყალბადს გამოყოფენ. მის დონეს ტესტით დაადგენთ და ექიმი დარწმუნებით გეტყვით, გაქვთ თუ არა ლაქტოზას აუტანლობა.