დღეს Vivien გთავაზობთ ბულგარული მეთოდით მომზადებულ კიტრის მწნილს. ამ რეცეპტით საკმაოდ ცხარე, სუნელიანი კიტრი გამოდის. მოეწონება მათ, ვისაც პიკანტური კიტრი უყვარს ისეთი, როგორიც მაღაზიებში იყიდება.
ინგრედიენტები: (რაოდენობა 1,5 ლ მოცულობის ქილაზეა გათვლილი)
- კიტრი
- 2-3 კბილი ნიორი
- მწიკვი მდოგვის მარცვალი
- 0,5 ჩ/კ შავი წიწაკის ფხვნილი
- პატარა ცხარე წიწაკა (სურვილისამებრ)
- 3 ჩ/კ მარილი
- 6 ჩ/კ შაქარი
- 6 ს/კ 9%–იანი ძმარი
- ალუბლის, მოცხარის ფოთლები, კამა
მომზადების წესი:
- ქილა მოამზადეთ – ქილა და ხუფები მოამზადეთ: გარეცხეთ და გაასტერილეთ. სტერილიზაციისთვის შეგიძლიათ ღუმელი ან მიკროტალღური ღუმელი გამოიყენოთ ან ორთქლზე გააჩეროთ (თქვენ რომელიც უფრო მოგწონთ). ჭურჭლის დეზინფექციის საინტერესო მეთოდი: ქილაში 150-200 მლ 9%–იანი ძმარი ჩაასხით. პოლიეთილენის ხუფი დაახურეთ და აქტიურად ანჯღრიეთ. შემდეგ სხვა ქილაში გადაასხით. პირველი ქილა უკვე მზადაა. რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდი კომპოტებისთვის არ გამოგადგებათ, მაგრამ პომიდვრის, კიტრის და ბოსტნეულის სალათისთვის მოსახერხებელია.
- ქილა გაავსეთ – ქილაში ნიორი, მდოგვი და წიწაკა მოათავსეთ. სხვა სანელებელი არ გჭირდებათ. ამ მეთოდით მომზადებისას უშუალოდ ქილაში მოცხარის, ალუბლის ფოთლებს ან კამას არ ვდებთ და მოგვიანებით აგიხსნით რატომ. კიტრი კარგად გარეცხეთ და ბოლოები მოაჭერით, კარგად გადაჭერით, არ დაგენანოთ: „ცხვირი“ ისე მოაჭერით, რომ მარცვლები გამოჩნდეს. თუ კიტრის ხარისხში ეჭვი გეპარებათ (ეჭვობთ, რომ შიგნით ცარიელია), დანით ირიბად ჩაჭერით. მკვრივ კიტრთან ასეთი ოპერაცია საჭირო არაა.ქილა კიტრით მაქსიმალურად მჭიდროდ გაავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ქილა რომ არ გასკდეს, ქილის ძირში დანის პირი დადეთ, ასე მინის ჭურჭელს დაბზარვისგან საიმედოდ დაიცავთ.სტერილური ხუფი დაახურეთ და დიდხანს გააჩერეთ. მაგალითად, დილით ვამზადებ და დაკონსერვებას სადილობისას ვამთავრებ. ამ დროში კიტრი ფერს იცვლის.
- მარინადი მოამზადეთ – როგორც უკვე ითქვა, პირდაპირ ქილაში არანაირ ფოთოლს არ ვდებთ. ფოთლები მარინადის მოსამზადებლად გამოიყენეთ. ასე ძალიან არომატული გამოდის და კიტრს გემრიელ სუნს სძენს. ქვაბში მოცხარის და ალუბლის ფოთლები, კამა ქოლგებიანად მოათავსეთ. წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ მარინადი ღია ყვითელი ხდება და საოცარ არომატს იძენს. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ქილა კიტრებში ჩაწყობილი ცუდად გარეცხილი მწვანილის გამო „ფრინდება“. თუ არომატულ მარინადს გამოიყენებთ, გაფუჭების მიზეზს გამორიცხავთ.
- დააკონსერვეთ – მას შემდეგ, რაც გავსებულ ქილას საკმაოდ დიდხანს გააჩერებთ (მათი ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე მაღალი არაა, კიტრმა ფერი შეიცვალა), წყალი გადაასხით. ამ წყალს არ გამოვიყენებთ.პირდაპირ ქილაში ჩაყარეთ 3 ჩ/კ მარილი და 6 ჩ/კ შაქარი. მსხვილი, არაიოდიზირებული და სუფთა მარილი გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩაის კოვზები ძლიერ განსხვავდება, სჯობს სპეციალური საზომი კოვზები შეიძინოთ. ეს ძალიან მოსახერხებელია.შემდეგ ქილაში 6 ს/კ ძმარი ჩაასხით, ცხელი მარინადით ბოლომდე გაავსეთ და სტერილური ხუფებით მოხუფეთ. ქილა გვერდულად დააწყვეთ და ნელ–ნელა მაგიდაზე აგორავეთ, რომ მარილი, შაქარი და ძმარი მთელ მოცულობაში გაიშალოს. ამის შემდეგ ქილა გადააბრუნეთ და შეფუთეთ. ასე სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
ასეთი კონსერვი ოთახის ტემპერატურაზე კარგად ინახება. როდის გავხსნათ? გირჩევთ, მოითმინოთ და 2-3 თვე გააჩეროთ, ასე ნამდვილად გემრიელ პროდუქტს მიიღებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს