ქალებს კაცებთან შედარებით სწორ დიაგნოზს იშვიათად უსვამენ და ცუდი განწყობის მიზეზის დადგენა მეტ დროს მოითხოვს. ზოგიერთი დაავადების დიაგნოზის დასმა რთულია და ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებიანი და შეუპოვარი უნდა იყოთ, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ამ დაავადებების სიმპტომები გაქვთ. Vivien გიამბობთ 9 დაავადების შესახებ, რომელთა დიაგნოზს ქალებში გვიან ეტაპზე სვამენ.
- ლაიმის დაავადება – ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ლაიმის დაავადების განვითარებაზე საუბრობს – სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც დაინფიცირებული ტკიპის კბენის შემდეგ მალევე ჩნდება. ზოგიერთ შემთხვევაში გამონაყარი არ ჩნდება და დაავადების ერთადერთი სიმპტომი სხეულის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და დაღლილობაა. ექიმები ხშირად ამ სიმპტომებს უბრალო გრიპს აწერენ და შესაბამის მკურნალობას ნიშნავენ. ამ სიტუაციაში დიდი ალბათობაა, რომ ლაიმის დაავადებამ ქრონიკული ფორმა მიიღოს, რომლის განკურნება შეუძლებელია.
- საკვერცხეების კიბო – ერთ–ერთი ყველაზე რთულად გამოსავლენი კიბოს ფორმა: უმეტეს შემთხვევაში პაციენტი პირველ სიმპტომებს დაავადების მძიმე ფორმაში გადასვლისას ამჩნევს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ნაადრევი სიმპტომი მუცლის შებერილობაა. უმეტეს შემთხვევაში ქალები გასტროენტეროლოგს მიმართავენ, ხოლო უარეს შემთხვევაში – დიეტას იწყებენ. საკვერცხეების კიბოს პირველი ნიშნების ცოდნა და პირველივე ეჭვებზე ექიმთან მისვლა აუცილებელია.
- მჭამელა – გასაკვირი არაა, რომ ექიმი ჰაუსი ამ დიაგნოზამდე ხშირად მიდიოდა. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. სწორედ ამიტომ, სიმპტომები პრაქტიკულად ყველა ორგანოს ეხება. ცხელება, დაღლილობა, სახესა და სხეულზე გამონაყარი, თვალების სიმშრალე – ეს მჭამელას შესაძლო სიმპტომების მცირე ნაწილია. კარგია, თუ ერთდროულად ჩნდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო უწყინარი დაავადებების მიღმა წარმატებით იმალება.
- ჰიპოთირეოზი – დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები მცირდება და საკმარის ჰორმონებს ვერ აწარმოებს. მისი „დაჭერაც“ რთულია. სტანდარტული სიმპტომები (ყაბზობა, კანის სიმშრალე, წონის მატება და თმის დათხელება) დიაგნოზის დასასმელად ძალიან ბუნდოვანია. უფრო მეტიც, ამ დაავადების ზოგიერთი ფორმის დროს ჰორმონებზე ანალიზიც საკმარისი არაა: ზოგჯერ ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური მაჩვენებლების ფონზე ვითარდება.
- ჰემოქრომატოზი – გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ბევრი რკინა იწარმოება. პირველი სიმპტომები 50 წლის შემდეგ ვლინდება, მაგრამ ჩვეულებრივ უსიმპტომოა. ჰემოქრომატოზის უკონტროლობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის განვითარება, თირკმლების უკმარისობა და დიაბეტი. სწორედ ამიტომ, თუ თქვენს ოჯახში ამ დაავადების შემთხვევები იყო, სისხლში რკინის დონე აკონტროლეთ.
- ქლამიდია – სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც როგორც კაცებში, ასევე ქალებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, წელიწადში ერთხელ მაინც სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ანალიზი აიღეთ.
- C ჰეპატიტი – C ჰეპატიტმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა წლების განმავლობაში ჩუმად გაანადგუროს და ქრონიკულ ეტაპზე გადავიდეს, როცა ღვიძლის პრობლემები შესამჩნევი გახდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშაა 1945 და 1965 წლებში დაბადებული ადამიანები, იმ დროინდელი ჯანდაცვის თავისებურებების გამო. სწორედ ამიტომ, ჰეპატიტის მარკერები რეგულარულად ჩააბარეთ და მუცლის ღრუს ორგანოები შეამოწმეთ.
- ღამის აპნოე – სახიფათო დაავადება, რომლის დროსაც პაციენტი ძილის დროს 10-15 წამით სუნთქვას აჩერებს. მეტნაკლებად აშკარა სიმპტომია ხვრინვა, რომელიც ეჭვს არ იწვევს და ექიმთან მისვლის საბაბი არ ხდება. არადა ღამის აპნოე გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.
- გულის დაავადებები – გულის დაავადებების „ქალური“ სიმპტომები განსხვავდება იმისგან, რასაც კინოში ვხედავთ ან წიგნებში ვკითხულობთ, ამის გამო ექიმს გვიან მიმართავენ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ გამოავლინოთ ინფარქტი ქალებში და საკუთარ მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს