სერიოზულად, ეს ყბადაღებული „ჭიქა წყალი უზმოზე“ თითქმის ჯანსაღი ცხოვრების წესის ოქროს სტანდარტი გახდა. სულელობაა იმის გაქარწყლება, რომ ნორმალური წყლის რეჟიმი ორგანიზმის ეფექტურად მუშაობას ხელს უწყობს, მაგრამ გასაკვირია, რომ დილით წყლის დალევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ითვლება.ამის შესახებ რაიმე კვლევა ვერ ვიპოვე. ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით რამდენიმე სტატიას ზოგადი ფრაზებით დილით „მსმელი“ იაპონელების, გერმანელი მეცნიერების ან დიეტოლოგების შესახებ, რომელთაც ამ ახალი „დოგმის“ დასადასტურებლად ერთი ლინკიც არ ახლავს.
მოდით, გადავხედოთ: ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი 60% წყალია, დანარჩენი – მშრალი ნარჩენი. 2/3 უჯრედებში, 1/3 – უჯრედთშორის სივრცეში. რა უნდა მოხდეს ღამით, რომ დილით „ჭიქა ჯანმრთელობის“ დასალევად გაეშუროთ.
გვესაუბრებიან დადებით მომენტებზე:
- ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მართალია, როგორც ის, რომ ნივთიერებათა ცვლა სამზარეულოში წასვლისას უკვე გააქტიურეთ. გაწურავთ თუ წყალს დალევთ, არაფერს ცვლით, უბრალოდ ენერგიას ხარჯავთ.
- კუჭის კედლიდან, ყელიდან რაღაცას რეცხავს. ყელში ლორწო ჯანმრთელობის პრობლემის მაჩვენებელია, მას არა მოშორება, არამედ მკურნალობა სჭირდება. კუჭის? ეს ის არაა, რომელიც მარილმჟავას მავნე ზემოქმედებისგან იცავს? ასე არ ირეცხება.
- ნაწლავებს წმენდს. დიახ, პრაქტიკულად, ყოველ 4 დღეში ახალი ნაწლავები გვაქვს. როცა ამას ამოვხსნით, უკვდავები გავხდებით.
- წონაში ვიკლებთ. ამას აზრი აქვს. თუ საუზმობთ, სავარაუდოდ, ნაკლებს შეჭამთ. თუ ამ პოზიციიდან შეხედავთ, შეგიძლიათ წვენი მორსით დალიოთ.
- კანის, თმის და ა.შ. მდგომარეობას აუმჯობესებს. თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ, რამეს გააუმჯობესებს დილით დალეული წყალი? ეს მითია.
- კუჭის წვენის მჟავიანობას ამცირებს. თუ დაავადება გაქვთ, ექიმი წყლის რეჟიმის შესახებ მკაცრ რეკომენდაციას მოგცემთ. თუ ყველაფერი კარგადაა, რატომ? რეალურად იცით, თქვენი კუჭის მჟავიანობის დონე?
ვიმეორებ, წყლის მომხრე ვარ, მაგრამ არაფრისგან კულტის და პანაცეას შექმნას ვეწინააღმდეგები. კოგნიტური დამახინჯება არ დაგავიწყდეთ (ტვინის უნარი, საკუთარ თავს მოატყუოს). ერთ–ერთი მათგანი სიმართლის ილუზიაა. მას ბევრი არაკეთილსინდისიერი სარეკლამო აგენტი და მედია საშუალება იყენებს, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და ა.შ. რა არის არსი?
ნებისმიერი ტყუილი, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ბევრჯერ მეორდება, განმეორების ხარჯზე თქვენი ტვინისთვის სიმართლე ხდება (თუნდაც თავიდან არ ეთანხმებოდით).
ჯანმრთელობას გისურვებთ!