ვარჯიშის დახმარებით კოორდინაციის განვითარება არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უფრო განვითარებული კოორდინაცია დღეგრძელობის და ახალგაზრდობის გასაღებად ითვლება. სწორედ ამიტომ, Vivien გიამბობთ ვარჯიში „საქანელას“ შესახებ, რომელიც ბევრისთვის, განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის, საინტერესო და სასარგებლოა.კოორდინაციის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები მარტივი შესასრულებელია და დიდ დროს არ მოითხოვს, ამიტომ ყველაზე დაკავებულ ადამიანსაც გამოადგება. ვარჯიში „საქანელა“ საკმაოდ მარტივი და სწრაფია, მაგრამ სანამ შესრულებას გასწავლით, გიამბობთ, რისთვის არის საჭირო.
- პირველ რიგში, ეს ახალგაზრდობა და დღეგრძელობაა. საქმე არა კოორდინაციაში, არამედ ფეხის ძირზე მდებარე იუნ ციუანის წერტილშია – ე.წ. ქანაობის დროს წერტილი აქტიურდება.
- უფრო რბილად და მსუბუქად ივლით.
- წონასწორობა, დგომა და კოორდინაცია გაუმჯობესდება.
- სხეული სწორი დგომის ხარჯზე ლამაზ ფორმებს მიიღებს.
- ზამთარში მოლიპულ გზაზე არ წაიქცევით.
- შვებას იგრძნობთ და ნაკლებად გაღიზიანდებით.
ბუნებრივია, ვარჯიშს ნაკლოვანება აქვს. თუ ვარჯიშთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გაქვთ, სპეციალისტს აუცილებლად გაესაუბრეთ.
როგორ ვივარჯიშოთ
სწორად დადექით და წინ–უკან ქანაობა დაიწყეთ. ნელ–ნელა ტერფზე იქანავეთ, როგორც საქანელაზე. 1–2 წუთით შეასრულეთ. სირთულისთვის თვალები დახუჭეთ და ხელები თავს ზემოთ ასწიეთ.
შეგახსენებთ, სტატია გაცნობით ხასიათს ატარებს. ნებისმიერი სერიოზული პათოლოგია რაციონისა და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ სპეციალისტის რეკომენდაციას მოითხოვს.