ეს 7 პროდუქტი მიირთვით, რომ ტვინის ჯანმრთელობა გააუმჯობესოთ

2148

კარგი მეხსიერება და განწყობა უფრო დამოკიდებულია იმაზე, რას ჭამთ, ვიდრე სპორტსა და ძილზე. თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის მკვებავ ნივთიერებებს ვერ იღებს, დაღლილობას, დეპრესიას იგრძნობთ, ტვინი მთელი ძალით ვერ იმუშავებს. დიეტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ დეპრესიის დროს ადამიანები აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებს და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას ვერ იღებენ. ისინი, ვინც ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ცხოვრებით კმაყოფილნი და ბედნიერნი არიან, მათგან განსხვავებით, ვინც მათ საერთოდ არ ჭამს. Vivien გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც სპეციალისტების აზრით ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ.

მოცვი

თუ ჯანმრთელი ტვინის ქონა გსურთ, საუზმე არასდროს გამოტოვოთ. დილით ნოყიერი კვება განწყობას, მეხსიერებას და კონცენტრაციას აუმჯობესებს. თუ დღეს სწორად დაიწყებთ, საღად იაზროვნებთ, ყურადღებიანი და ენერგიული გახდებით.საუზმეს მოცვი დაუმატეთ. დიეტოლოგების თქმით, ამ კენკრაში ცოტა შაქარი და ბევრი ანტიოქსიდანტია. ანტიოქსიდანტები ტვინს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ, რომელსაც მტვერი და ჭუჭყი შეიცავს. ამ რადიკალების უყურადღებოდ დატოვება, ე.წ. ჟანგვით სტრესს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, ასაკობრივ დეგენერაციულ დაავადებებს იწვევს.

შავი შოკოლადი

თუ იოგურტში ან შვრიის ფაფაში მოცვის დამატება დიდად არ გიყვართ, შავი შოკოლადით ჩაანაცვლეთ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შავი შოკოლადი, როგორც მოცვი, ანტოციანებს და ფლავონოლებს შეიცავს, რომლებიც ინფორმაციის უკეთ ათვისებას ხელს უწყობენ. კაკაო და მოცვი ტვინში სისხლის ნაკადს ზრდიან და ეპიზოდურ მეხსიერებას აუმჯობესებენ.

სალათი

ფურცლოვანი ბოსტნეული შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას, მაგალითად, K ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას და ბეტა კაროტინს, რომლებიც კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას აფერხებენ. მუქი მწვანე სალათი (ისპანახი, კომბოსტო) ომეგა 3 მჟავას, E ვიტამინს და ფლავონოიდებს შეიცავს.

ნიგოზი

თუ დღის განმავლობაში წახემსება გსურთ, ნიგოზი შესანიშნავი ვარიანტია. ის შეიცავს E ვიტამინს, მელატონინს, ბევრ მაგნიუმს და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას. ექიმების თქმით, მაგნიუმი სტრესს და გაღიზიანებას ამცირებს. ნიგვზის რამდენიმე უპირატესობა: კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებს.

თევზი

თევზში შემავალი ნახევრად უჯერი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა გულისა და ტვინისთვის სასარგებლოა. ექიმების მტკიცებით, ომეგა 3 ანთებით და ათეროსკლეროზით გამოწვეული სისხლძარღვების დაზიანებას ამცირებს. თევზი ტვინის მუშაობას ხელს უწყობს. ყველაზე მეტ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს თინუსი, ასევე მოლუსკები და კიბოსნაირები.

ძვლის ბულიონი

ძვლის ბულიონი მდიდარია მინერალებით, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ. ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ცხიმოვან ამინომჟავებს, რომლებიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ. გარდა ამისა, შეიცავს კოლაგენს, რომელიც ანთებით პროცესებს უმკლავდება. რაც მთავარია, ძვლის ბულიონში შედის გლიცინი, რომელიც გონებრივ აქტივობას ზრდის, მეხსიერებას აუმჯობესებს და სტრესს ამცირებს.

კვერცხი

ტვინის ჯანმრთელობაში B ჯგუფის ვიტამინები დიდ როლს ასრულებენ, მაგალითად, განწყობას და მეხსიერებას აუმჯობესებენ. ფოლიუმის მჟავის და B12 ვიტამინის დეფიციტის დროს დეპრესიის მაღალი შანსი გაქვთ. B12 ვიტამინი ტვინში ქიმიური ნივთიერებების სინთეზში მონაწილეობს და გლუკოზის დონეს არეგულირებს. B ვიტამინი გხვდება კვერცხში, ინდაურის ხორცში, თინუსში, პარკოსნებში, კარტოფილში, ბანანსა და წითელ წიწაკაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს