რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და ყავისფერ კვერცხს შორის

927

ალბათ, გსმენიათ გავრცელებული მითი კვების შესახებ, რომ ყავისფერი კვერცხი თეთრ კვერცხზე უფრო სასარგებლო ან ნატურალურია. Vivien ამ მითის გაქარწყლებას ეცდება. გიამბობთ, რით განსხვავდება სინამდვილეში თეთრი და ყავისფერი კვერცხი.

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის ქათმის ზოგი კვერცხი ყავისფერი და ზოგი თეთრი? თუ დიახ, ეს სტატია ამ საკითხის გარკვევაში დაგეხმარებათ. არა მხოლოდ სადავო კითხვას გავცემთ პასუხს, არამედ სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. მაგალითად, რატომ არის ზოგი კვერცხი უფრო ძვირი და არსებობს თუ არა უფრო სასარგებლო კვერცხი.

რით განსხვავდება თეთრი და ყავისფერი კვერცხი

პასუხი მოკლეა: არაფრით. ნაჭუჭის ფერი ხარისხის მაჩვენებელი არაა და კვებით ღირებულებებთან ან გემოსთან საერთო არაფერი აქვს.კვერცხის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული. თეთრ კვერცხს დებენ ქათმები თეთრი ბუმბულით, მაგალითად, ლეგჰორნი. ქათმები ყავისფერი ბუმბულით, როგორიცაა პლიმუტროკი ან როდ–აილანდი, ყავისფერ კვერცხს დებს. ზოგიერთ ჯიშს, მაგალითად, სამხრეთ ამერიკულ არაუკანას ცისფერი კვერცხის დადება შეუძლია.კვერცხის ნაჭუჭის ყავისფერ შეფერილობაზეა პასუხისმგებელი პიგმენტი პროტოპორფირინი, რომელიც გარსს თხელი ფენით ფარავს.ქათმის დიეტამაც კვერცხის გარსის ფერზე შეიძლება გავლენა მოახდინოს: ზოგიერთი ამინომჟავის დეფიციტის დროს კვერცხის ფერის ინტენსივობა სუსტდება. თუმცა მის ხარისხზე გავლენას არ ახდენს.აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ერთი კვერცხის ნაჭუჭი მეორესთან შედარებით უფრო მყარია. მიზეზი ქათმის ასაკია. ახალგაზრდა ქათამი უფრო ძლიერი ნაჭუჭის კვერცხს დებს, ხოლო მოხუცი – უფრო თხელი ნაჭუჭის კვერცხს.

რატომ არის ერთი კვერცხი მეორეზე ძვირი – მაღაზიაში ყავისფერი კვერცხი თეთრზე უფრო ძვირი ღირს. ნაწილობრივ, ამას ადამიანი შეცდომაში შეჰყავს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ძვირი უკეთესს ნიშნავს. მაგრამ აქ, ასე არაა! უბრალოდ ფრინველი, რომელიც ყავისფერ კვერცხს დებს, როგორც წესი, უფრო დიდია და მის მოვლაზე უფრო მეტი თანხა იხარჯება.უფრო მომგებიანია ფრინველის მოშენება, რომელიც თეთრ კვერცხს დებს. თუმცა ფერმერები ამ მითით სპეკულირებენ და წითელფრთიან ჯიშებს უპირატესობას ანიჭებენ.

არსებობს უფრო სასარგებლო კვერცხი – დიახ, ზოგიერთი კვერცხი ნამდვილად უფრო სასარგებლოა. როგორც უკვე ვთქვით, საქმე ნაჭუჭის ფერში არაა. კვერცხის სარგებლობაზე სხვა ფაქტორები გავლენას ახდენს. მაგალითად, ქათამი, რომელიც საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს იღებს, D ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველ კვერცხს დებს. ხოლო ფრინველი, რომელსაც ომეგა 3–ის საკენკით კვებავენ, შესაბამისად, დებს კვერცხს, რომელიც ამ ცხიმოვანი მჟავით მდიდარია.

როცა საქმე კვერცხის გემოსა და კვებით ღირებულებებს ეხება, თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის განსხვავება არაა. სწორედ ამიტომ, მარკეტინგულ ხრიკებს არ წამოეგოთ და მითები სიმართლედ არ მიიღოთ. ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ – შესაძლოა, ჯერ კიდევ დაობენ, თუ რით განსხვავდება თეთრი კვერცხი ყავისფერისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს