დილით, დღის განმავლობაში და საღამოს სხვადასხვა პროდუქტს ვღებულობთ. და აქ საქმე ტრადიციაში არ მდგომარეობს. დიეტოლოგები ირწმუნებიან: ყოველი დროისთვის თავისი კერძი არსებობს. ის, რაც ვახშმობის დროს სასარგებლოა, დილის საათებში სარგებელს არ იძლევა. ასეთი პრინციპის დაცვით ჯანმრთელობის გაძლიერებას და წონის გაკონტროლებას შეძლებთ., ასევე კოგნიტურ შესაძლებლობასა და განწყობას გაიუმჯობესებთ.
დღეს გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლითაც საუზმობას არ გირჩევთ.
- სიმინდის ფანტელები
სარეკლამო რგოლის კლასიკური სიუჟეტი: მოსწავლე სიმინდის ფანტელებს მხნედ მიირთმევს, რძეს ასხამენ და მთელი ოჯახი ერთად საუზმობს.
ეს კერძი მსგავსი სარეკლამო სცენებისთვის დავტოვოთ. სინამდვილეში ეს ყველაზე სასარგებლო და მკვებავი საუზმე არაა. დამუშავებული ფანტელები უჯრედისს მინიმალური რაოდენობით შეიცავს, ხოლო შაქარი და სწრაფი ნახშირწყლები ძალიან ბევრია. ეს შაქრის დონის სწრაფ ზრდას და უფრო სწრაფ დაცემას იწვევს. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესზე დეტალურად რომ არ მოვყვეთ, მოკლედ ვიტყვით: თქვენ შიმშილის გრძნობას და განწყობის ცვლილება სწრაფად შენიშნავთ.
რითი ჩავანაცვლოთ? საუზმე რომ სასარგებლო იყოს, შეგიძლიათ ფანტელები „გაამდიდროთ“ კენკრით, დაქუცმაცებული ნუშით, სელის თესლით ან ხორბლის მარცვლები. ასე კერძში საკვები ბოჭკოების რაოდენობას გაზრდით.
- სწრაფი მომზადების შვრია
თუ სწრაფი მომზადების შვრიის, შვრიის ფანტელებით ან ფაფით საუზმობას ხართ მიჩვეული, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს: მათში სასარგებლო ძალიან ცოტა რამ არის. ასეთ ფაფაში მინიმალური რაოდენობით უჯრედისი არის. მის მომზადებაზე მხოლოდ 10 წუთი დაგეხარჯებათ, ვიდრე შვრიის ფაფის მოსახარშად. მერწმუნეთ, დროის ეკონომიის გაკეთება არ ღირს!
რითი ჩავანაცვლოთ? ოპტიმალური გადაწყვეტილებაა – ჩვეულებრივი შვრიის ფაფა. ის დანაყრების შეგრძნებას უფრო დიდი ხნით უზრუნველყოფს, ორგანიზმს მდიდარი ცილებით, რთული ნახშირწყლებით, ვიტამინებით (A,E,C,PP,B6,B12) და მინერალებით (მაგნიუმი, თუთია, ქრომი, ფოსფორი, კალიუმი). საბავშვო რაციონისთვის უმჯობესია ფაფა რძეზე მოამზადოთ.
თუ დილით საუზმის მოსამზადებლად 10 წუთიც არ გაქვთ, შეგიძლიათ შვრია ქილაში მოამზადოთ. მისი მომზადება საღამოს შეგიძლიათ, რომ დილით უკვე სამსახურში, სასწავლებელში ან სავარჯიშო დარბაზში წაიღოთ. საფუძვლის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ კეფირი, ხაჭო, ულაქტოზო რძე, ბერძნული იოგურტი. დამატკბობელის სახით ჯემი, სიროფი, თაფლი, ყავისფერი შაქარი, შოკოლადი, ჩირი. ასევე შეგიძლიათ ხილი, კენკრა, თესლი და კაკალი დაუმატოთ.
- სმუზი ქილებში
სასარგებლო საუზმის სურათი ხილის ან ბოსტნეულის სმუზის გარეშე წარმოუდგენელია. გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი პროდუქტის (მაგ., ფორთოხალი, მსხალი, ხურმა) უზმოზე მიღება მათში შემავალი უხეში უჯრედის და მჟავების შემცველობის გამო არ შეიძლება. შევჩერდეთ მაღაზიაში ნაყიდ სმუზებზე. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შემადგენლობას. როგორც წესი, ხილი და ბოსტნეული იქ მცირე რაოდენობით არის, საჭირო კონსისტენცია კი სახამებლის დამატებით მიიღწევა, ხოლო მოტკბო გემოს – დიდი რაოდენობით სიმინდის სიროფი იძლევა.
რითი ჩავანაცვლოთ? სმუზი თავად მოამზადეთ: ასე მის შემადგენლობაში 100%-ით დარწმუნებული იქნებით. კერძი რომ მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, სელის თესლი ან ისპანახი დაუმატეთ.
- დონატი
სხვადასხვა გემრიელობებით მორთული დონატებით თავის განებივრება დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ, მაგრამ არა უზმოზე. მისით საუზმობა არ ღირს. ნახშირწყლები, ცხიმები და შაქარი – დღის დასაწყებად საუკეთესო კომბინაცია არაა. თუ დილას დონატის გარეშე ვერ იწყებთ, შეგიძლიათ ცილოვანი პროდუქტი მიირთვათ – კარგად მოხარშული კვერცხი ან კაკლის ნარევი.
რითი ჩავანაცვლოთ? თუ დილიანა ტკბილი კერძი გსუთ, შეგიძლიათ ყველიანი ნამცხვრები გამოაცხოთ და უმჯობესია ღუმელში გამომცხვარი.
- ტოსტი
სწრაფი, პოპულარული და მარტივი საუზმის კერძი, მაგრამ მათში ცილები არაა. შემწვარი ტოსტი სასარგებლო არ იქნება, შიმშილს უკვე ერთ საათში იგრძნობთ.
რითი ჩავანაცვლოთ? თუ ტოსტი ძალიან გიყვართ, მათზე უარი არ თქვათ. უბრალოდ საუმზეს ცილოვანი საკვები, მაგ., ომპლეტი ბოსტნეულით დაუმატეთ.
- ფუნთუშა კარაქით
ბავშვობის გემო, რომელზეც უარის თქმა ძნელია, განსაკუთრებით თუ თუნთუშას არომატულ ყავასთან ერთად მიირთმევთ. მხოლოდ ერთი გემრიელი ფუნთუშა კალორიულობით 4 თეთრ პურის ნაჭერს ედრება. რითი არის ცუდი ასეთი საუზმე? მასში შემავალი დიდი რაოდენობით შაქრით, ცილის არ არსებობით და კალორიულობით.
რითი ჩავანაცვლოთ? ყურადღება ნაკლებად ტკბილ ფუნთუშებს მიაქციეთ. თუ ზედმეტი კილოგრამების მიღება არ გსურთ, კარაქზე უარი თქვით. შეგიძლიათ კარაქი ავოკადოთი ჩაანაცვლოთ.
- ენერგეტიკული ბატონები
საკმაოდ პოპულარული საუზმე მათ შორის, ვისაც ფეხზე მდგომს უწევთ საუზმობა. ასეთი ენერგეტიკული ბატონების და ყავის ნახვა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება, რომ სწრაფად წაიხემსოთ. ისინი კარგად განაყრებენ, მაგრამ ორგანიზმისთვის სარგებელი არ მოაქვს, განსაკუთრებით დილით.
რითი ჩავანაცვლოთ? ყურადღება სასარგებლო დიეტურ ბატონებს მიაქციეთ. ისინი, როგორც წესი, მარცვლეულს, ჩირს და კაკალს შეიცავს. თუმცა მათ გამოყენებამდე შემადგენლობა გადაამოწმეთ, რომ შაქრის და ცხიმების კალორიული ბომბა არ მიიღოთ. არა ზარმაცების ვარიანტი – დესერტი სახლში თავად მოამზადეთ. ან შეგიძლიათ პირდაპირ მარცვლეულით ისაუზმოთ – უფრო სწორი გადაწყვეტილება.
- იოგურტი
თუ რეკლამას დავუჯერებთ, იოგურტი საუზმეზე – დღის საუკეთესო დასაწყისია. ამ სტერეოტიპის მიუხედავად იოგურტის მიღების საუკეთესო დროა – საუზმობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ან ძილის წინ. ასე პროდუქტი უფრო სასარგებლო გავლენას მოახდენს.
რითი ჩავანაცვლოთ? საუზმეზე იოგურტის მიღება ზიანს არ მოგაყენებთ -უფრო მის სასარგებლო თვისებებს ვერ მიიღებთ. საყვარელ პროდუქტზე უარის თქმა თუ არ გსურთ, ყურადღება ნატურალურ იოგურტს დანამატების გარეშე მიაქციეთ ან რძისგან თავად მოამზადეთ.
ბონუსი – საუზმეზე – არაფერი
სამწუხაროდ, ესეც პოპულარული ვარიანტია.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ საკვების პირველი მიღება ძილის შემდეგ ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით აგავსებთ. უარის შემთხვევაში მათი ნაკლებობის აღდგენა გაგიჭირდებათ, რაც შემდგომ უფრო ბევრის მირთმევის სურვილს გაგიჩენთ.
თუ საუზმის დრო არ გრჩებათ, ყველაზე სწრაფი რეცეპტი მოძებნეთ და კერძი საღამოს მოამზადეთ.
თქვენ რას მიირთმევთ საუზმეზე ჩვეულებრივ? მზად ხართ თქვენი ჩვეული რაციონი შეცვალოთ და უპირატესობა უფრო ჯანსაღ და დაბალანსებულ რაციონს მიანიჭოთ?