ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღე საკმარისი რაოდენობის სუფთა წყლის დალევა. ჩვენს ორგანიზმს ეს სასიცოცხლო ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად სჭირდება. წყალი ტოქსინებს გამოდევნის, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, სხეულის ტემპერატურას არეგულირებს და შრომისუნარიანობას ზრდის. წყლის მნიშვნელობაზე კამათს არავინ აპირებს, თუმცა მწვავე დისკუსია იმართება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა საჭმელზე წყლის მიყოლება.
ამ საკითხს ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. ითვლება, რომ ჭამის დროს წყლის დალევა საჭმლის მონელებაზე ცუდ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, თითქოსდა ტოქსინების დაგროვებას და ამის გამო ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს. შეუძლია თუ არა 1 ჭიქა წყალს ამდენი ბოროტების ჩადენა? Vivien ამის გარკვევას ეცდება.
შეიძლება თუ არა წყალი საზიანო იყოს
საჭმლის მონელების პროცესი იწყება საკვების პირის ღრუში მოხვედრისთანავე იწყება. სანერწყვე ჯირკვლები ნერწყვს გამოყოფენ, რომელიც საკვებს ატენიანებს, ყლაპვას აადვილებს და მის დამშლელ ფერმენტებს შეიცავს. კუჭში ნაწილობრივ გადამუშავებული საკვები კუჭის წვენს ერევა. ეს ნარევი ცნობილია, როგორც ქიმუსი. წვრილ ნაწლავში ქიმუსი რამდენიმე საათი ჩერდება. აქ, ძირითადი გადამუშავება და მკვებავი ნივთიერებების ათვისება ხდება.
პოპულარული მითი არსებობს, რომ ჭამის დროს წყლის დალევა კუჭის წვენს აზავებს. ასეთი მოსაზრების მომხრეები თვლიან, რომ სითხე მყარი საკვების კუჭიდან გამოსვლას აჩქარებს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ საჭმლის მცირე კონტაქტი კუჭის მჟავასთან და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებთან საჭმლის მონელებაზე ცუდ გავლენას ახდენს. თუმცა წყალი კუჭიდან პირდაპირ ნაწლავებში გადადის, არ ჩერდება. შესაბამისად, მყარი საკვების გადამუშავების სიჩქარეზე გავლენა არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ საჭმელზე წყლის დაყოლება საზიანო სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს. თუ სვამთ იმის გამო, რომ კერძი ძალიან მშრალი ან რთულად დასაღეჭია, ის ნერწყვის ფერმენტებით არასაკმარისად დამუშავდება და ოპტიმალურ ზომამდე არ დაიშლება. შესაბამისად, ორგანიზმი ცუდად ითვისებს.
წყლის სარგებელი ჭამის დროს
ჭამის დროს წყლის დალევა გადაძღომისგან დაგიცავთ. წყლის დაყოლება დანაყრების შეგრძნებას აჩქარებს. წყლის მცირე ყლუპები საჭმლის ლუკმებს შორის სწრაფად მიგახვედრებთ, რომ დანაყრდით.
ახლა უკვე შეგიძლიათ აღარ დასვათ კითხვა, შეიძლება თუ რა წყლის დალევა ჭამის დროს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. წყალი ნელა და მცირე ყლუპებით დალიეთ, ასე ზიანს არ მოგაყენებთ. თუ სტატია სასარგებლო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.