სიმპტომები, რომელიც გაუწყებთ, რომ ენდოკრინოლოგი გჭირდებათ

1622

ბევრი შინაგანი ორგანოს მუშაობას ჰორმონები, ენდოკრინულ ჯირკვლებში წარმოებული ნივთიერებები არეგულირებს. მათი დისფუნქციის დროს სამკურნალოდ ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. ლიდერი დაავადებები, რომლის დროსაც ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე, რომლებიც ხშირად ახალგაზრდებსა და მოზარდებში გვხდება.რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ სიტუაცია თვითნებაზე არ მიუშვათ? ამის შესახებ სვეტლანა ლუკაშევა, მაღალკვალიფიცირებული ენდოკრინოლოგი გიამბობთ.გავრცელებულ ენდოკრინულ პრობლემებს შორისაა ფარისებრი ჯირკვლების პათოლოგია. ესაა ჯირკვალში არსებული წანაზარდები და მისი ფუნქციების დარღვევები. ბევრ პაციენტს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები და ჰიპოფიზი აწუხებს. ენდოკრინული სისტემის მუშაობაში ნებისმიერი დარღვევა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.გამოკვლევა მხოლოდ ჰორმონებზე სისხლის ანალიზით არ შემოიფარგლება. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია.ენდოკრინოლოგს მიმართეთ, თუ ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან ერთ–ერთი შეამჩნიეთ.


1.სიმპტომი:
წყურვილის მუდმივი გრძნობა გახშირებულ შარდვასთან ერთად (განსაკუთრებით ღამით), შიმშილის გრძნობა ან, პირიქით, მადის დაქვეითება, მხედველობის გაუარესება, კანის და ლორწოვანი გარსის სიმშრალე.შესაძლო დაავადება: შაქრიანი დიაბეტი.პირველადი გამოკვლევა: სისხლში შაქრის დონის ანალიზი.

2.სიმპტომი: წონის მკვეთრი მატება ან კლება, რომელსაც ახლავს განწყობის ცვლილებები, ძილიანობა, თმის ცვენა, მტვრევადობა, სიმშრალე, ზოგჯერ შეშუპება, გული რითმის დარღვევა.შესაძლო დაავადება: ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქცია. ჰორმონების დეფიციტის დროს ადამიანი წონაში სწრაფად იმატებს, ხოლო ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში თვალსა და ხელს შუა იკლებს.პირველადი გამოკვლევა: სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონებზე.

3.სიმპტომი: ბრინჯაოსფერი კანი დაბალ არტერიულ წნევასთან ერთად ან ან მაღალ არტერიულ წნევასთან ერთად, რომელიც პრეპარატის მიღებისას ოდნავ იკლებს.შესაძლო დაავადება: თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობაში დარღვევები.პირველადი გამოკვლევა: სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, მუცლის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.

4.სიმპტომი: თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ქალებში – მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი, კაცებში – მკერდის ჯირკვლების გაზრდა. ზრდასრულ ადამიანში მოკლე დროში ფეხის გაზრდა, სახის ნაკვთების გაფართოება. შესაძლო დაავადება: ჰიპოფიზის მუშაობის დარღვევა (ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს). პირველადი გამოკვლევა: სისხლის ანალიზი ჰორმონი პროლაქტინის დონეზე. თავზე რენტგენი ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.

5.სიმპტომი: ქრონიკული დაღლილობა. შესაძლო დაავადება: ენდოკრინული ორგანოების მუშაობის დარღვევა, D ვიტამინის უკმარისობა და რკინის დონის შემცირება. პირველადი გამოკვლევა: სისხლის ანალიზი D ვიტამინის დონეზე და სისხლის კლინიკური ანალიზი (მნიშვნელოვანი მაჩვენებელი – ფერიტინი)

6.სიმპტომი: სახესა და სხეულზე თმის ჭარბი ზრდა, ჰირსუტიზმი. შესაძლო დაავადება: ქალის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების წარმოების ზრდა, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. ზოგჯერ თმის ჭარბ ზრდას ანდროგენის და კორტიკოსტეროიდების შემცველი მედიკამენტების მიღება იწვევს. გართულებები: უშვილობა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. პირველადი გამოკვლევა: სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, შემდგომი დიაგნოზი ანალიზის შედეგების მიხედვით. ჩვეულებრივ, ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია საჭიროა.

7.სიმპტომი: მენოპაუზაშესაძლო დაავადება: ესტროგენის დონის შემცირება. ჰიპერტენზიის და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარების რისკის ზრდა. პირველადი გამოკვლევა: სარძევე ჯირკვლების, სასქესო ორგანოების და ფარისებრი ჯირკვლების გამოკვლევა (აუცილებლად გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგს მიმართეთ). ჰორმონალური თერაპიის დანიშვნამდე ოჯახური ანამნეზის შეგროვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს