თქვენს შარდს დახედეთ. სერიოზულად! ის გეტყვით, რამდენად ჯანმრთელი ხართ ან, პირიქით, რა არ არის რიგზე. საავადმყოფოებში „ანტიკოვიდური“ რეჟიმის დროს ჯანმრთელობის გაუარესების ყველა ნიშანი, მათ შორის შარდის არანორმალური ფერი უნდა იცოდეთ. ჯანმრთელი ადამიანის შარდის ფერი ღია ყვითელი, გამჭვირვალეა და დამახასიათებელი სუნი აქვს. თუ ფერი შეიცვალა, ამას ყურადღება მიაქციეთ. Vivien გიამბობთ, რა რას ნიშნავს. თუ რამე გაწუხებთ, მათ შორის შარდის შეფერილობა ექიმთან მიღებაზე ჩაეწერეთ!
მუქი შარდი – პირველ რიგში, სპილენძისფერი, ქარვისფერი, ყავისფერი შარდი გაუწყლოებაზე საუბრობს. მაგალითად, ცხელ ამინდში, სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს ან ნაწლავური ინფექციის ფონზე. ამ შემთხვევაში ორგანიზმში წყლის დონე იკლებს. წყლის ბალანსის დაცვა და დეფიციტის დროულად აღმოფხვრა უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ გეჩვენებათ, რომ შარდი ჩვეულებრივზე უფრო მუქია, ბევრი წყლის დალევა დაიწყეთ. რეკომენდებულია, რომ ყოველდღე სხეულის მასის 2-4%–ის ტოლი წყალი დალიოთ. თუ 60 კგ–ს იწონით, ეს დღეში ზუსტად 1,2-2,4 ლ წყალია. მუქი შარდის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია ობტურაციული ყვითელა. შარდის ფერის ცვლილების გარდა ამ დაავადებას სხვა სიმპტომიც აქვს: მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსამდე), ზოგადი ფიზიკური სისუსტე, მკვეთრი ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა არეში, მადის დაკარგვა და ა.შ. დამატებითი სიმპტომები წონიანი მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ.
წითელი შარდი- თუ შეამჩნიეთ, რომ შარდი მოწითალო გახდა, დაფიქრდით, წინა დღეს ჭარხალი ხომ არ მიირთვით? ჭარხალი ძლიერი ბუნებრივი საღებავია და რაც უფრო მეტს მიირთმევთ, მით უფრო ვარდისფერი (და წითელიც) არის შარდი. თუ რაციონში ჭარხალი არ ყოფილა, წითელი შარდი შეიძლება საშარდე სისტემის ორგანოების დაავადების ნიშანი იყოს. ეს შეიძლება იყოს ცისტიტი, ურეთრიტი, ნეფრული სინდრომი და ა.შ. შარდს სისხლიც აწითლებს. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ ექიმს (თერაპეტვი ან უროლოგი) მიმართეთ.
მღვრიე შარდი- „გაუმჭვირვალე, მღვრიე შარდი საშარდე სისტემის ანთების აშკარა ნიშანია“ – ამბობს უროლოგი იგორ ორლოვი. ასე საშარდე გზების ინფექციების დროს ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა, შარდმჟავას ან ფოსფორმჟავას მარილების კრისტალები, ასევე საშოს გამონადენის არსებობა ვლინდება. ნებისმიერ შემთხვევაში მღვრიე შარდი ექიმთან მისვლის საბაბია.
ქვიშისფერი შარდი- „თუ შარდში ჩირქის ნადებია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის არსებობაზე დაფიქრდით“ – ამბობს მტკიცებულებითი სამედიცინო ცენტრის DocMED–ის ექიმი. საშარდე გზების ინფექციების და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილის ზომები დაიცავით: სექსის დროს პრეზერვატივი გამოიყენეთ; ინტიმური ზონები წინიდან უკან გაიწმინდეთ;ყოველდღე ინტიმური ზონა დაიბანეთ;
აბსოლუტურად უფერო შარდი- როგორც წესი, გამჭვირვალე შარდი ორგანიზმში ჭარბი წყლის ნიშანია. თუ მიღებული წყლის რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო შარდი უფერო გახდა, ეს შეიძლება უშაქრო დიაბეტის ნიშანი იყოს. ამ დაავადების სხვა სიმპტომებია: ხშირი შარდვა, კანის და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მადის დაქვეითება და დაბალი წნევა. თუ უფერო შარდის გარდა ეს ნიშნებიც გაწუხებთ, თერაპევტს მიმართეთ.
რომელ ექიმს უნდა მიმართოთ, თუ შარდზე რაღაც რიგზე არაა- „თუ ამჩნევთ, რომ შარდის ფერი შეიცვალა და ვერ ვარაუდობთ, რომ ამის მიზეზი რაციონში რომელიმე პროდუქტის დამატებაა, თერაპევტს მიმართეთ. ექიმი ანამნეზს შეაგროვებს, შარდის საერთო ანალიზს გაანალიზებს და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას დანიშნავს. ზოგიერთ შემთხვევაში თერაპევტმა შეიძლება ვიწრო სპეციალისტთან გაგიშვათ“ – ამბობს ექიმი.